Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ენდრიუ კაკაბაძე
Biographyენდრიუ (ანდრია) კაკაბაძე, წარმოშობით ქართველი, ბრიტანეთში მოღვაწე პროფესორია (ლიდერობა და მართვა, საერთაშორისო მენეჯმენტი), რომელიც 2011 წელს „ჰარვარდის ბიზნეს რევიუმ" დაასახელა მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიან ბიზნესმენთა შორის და თანამედროვეობის 50 წამყვან „მოაზროვნეთა“ მუდმივ სიაში შეიყვანა. ენდრიუ კაკაბაძის ბაბუა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ წლების განმავლობაში ბერლინში ცხოვრობდა და იქ განაგრძობდა პოლიტიკურ მოღვაწეობას. კრენფილდის უნივერსიტეტის საერთაშორისო მენეჯმენტის განვითარების სკოლის პროფესორი ენდრიუ კაკაბაძე არის 32 წიგნის, 200-ზე მეტი სტატიისა და 18 მონოგრაფიის ავტორი. მეცნიერ-მკვლევარი ლექციებს კითხულობს და კონსულტაციებს უწევს საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახელმწიფო უწყებებს ბრიტანეთში, ევროპაში, აშშ-ში, ჩინეთში, იაპონიაში, რუსეთში, საქართველოში, სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ავსტრალიაში. ენდრიუ კაკაბაძე დირექტორთა საბჭოების ეფექტურობასა და მართვის პრაქტიკაზე საფუძვლიან კვლევას ატარებს. მისი მონაცემთა ბაზა 17 ქვეყანას და ათასამდე ორგანიზაციას მოიცავს. ენდრიუ კაკაბაძე მეუღლესთან ჰენლის ბიზნეს სკოლის მართვისა და ეთიკის ლექტორ ნადა კაკაბაძესთან ერთად ბრიტანეთში კონსალტინგის, მართვისა და ტრენინგის ცენტრს ხელმძღვანელობს. ნადა კაკაბაძე 2013 წლის იანვარში არჩეულ იქნა ევროპულ მეცნიერებათა აკადემიის წევრად. მისი კლიენტები კერძო სექტორიდან გახლავთ Alliance & Leicester, Citigroup, Microsoft, Motorola და Vodafone Australia. 2013 და 2014 წლებში ენდრიუ კაკაბაძე საქართველოს ესტუმრა და პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე გამოთქვა სრული მზადყოფნა უანგაროდ ემსახუროს საქართველოს და საკუთარი უდიდესი პოტენციალი მოახმაროს თავის ისტორიულ სამშობლოს. წყარო: 1. https://speech.ge/metsniereba/endriu-kakanadze-mkvlevari-didi-britanethi/ 2. https://feedc.com/post/89257
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |