Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ილია ჯაიანი![]()
Biographyმეფის რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ილია თომას ძე ჯაიანი დაიბადა 1854 წლის 5 თებერვალს. წარმოშობით არის სოფელ ნოღადან (მარტვილის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა ტფილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი და ოფიცერთა სკოლა. მსახურობდა მეგრულ მე-16 პოლკში; 1876 წლიდან პრაპორშიკი; 1877 წლიდან პოდპორუჩიკი; 1877-1878 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე; 1879 წლიდან პორუჩიკი; 1881 წლიდან შტაბს-კაპიტანი; 1884 წლიდან კაპიტანი; იყო ასეულის მეთაური, შემდგომ ბატალიონის მეთაური; 1890 წლიდან პოდპოლკოვნიკი; 1905 წლიდან - პოლკოვნიკი; ბაშკადიკლარსკის სარეზერვო ბატალიონის მეთაური; შემდეგ გორის 259-ე სარეზერვო პოლკის მეთაური (1905); 1909 წლიდან სამურსკის 83-ე ქვეითი პოლკის მეთაური; 1912 წელს, ასაკის გამო გადადგა სამსახურიდან გენერალ-მაიორის წოდებით. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1915 წელს, იმავე ჩინით შეუდგა სამსახურს. 1916 წელს ჩაირიცხა კავკასიის სამხედრო ოკრუგის შტაბის რეზერვში. გარდაიცვალა 1916 წლის 29 იანვარს. დაკრძალულია დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის დაჯილდოებული იყო: 1902 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი; 1895 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი; 1889 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი; 1878 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (მახვილებით და ბაფთით) და სხვა. წყარო: 1. https://ka.wikipedia.org/wiki/ილია ჯაიანი 2. http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014503/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |