Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ლევან ლასარეიშვილი![]()
Biographyლევან ლასარეიშვილი, ფსევდონიმით ლუკა ლაზარ, დაიბადა 1957 წლის 13 დეკემბერს, თბილისში. 1976-1982 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიის ფერწერის რესტავრაციის განყოფილებაზე. 1979-1982 წწ. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მხატვარი; 1983 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. საქართველო დატოვა 1988 წელს. 1990-2003 წწ. ცხოვრობდა და მუშაობდა ქ. კიოლნში (გერმანია); ლევან ლასარეიშვილი მუშაობს მულტიმედია არტის მიმართულებით. მონაწილეობდა ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებში, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. ლუკა ლაზარი ხელოვნების მატერიალური რეპრეზენტაციის მიღმა გასვლის მცდელობით ეძებს იმ შეგრძნებების გადმოცემის ფორმას რომელიც თავად გამოსცადა. ძიებებსა და ექსპერიმენტებში აღმოაჩინა, რომ მისი მთავარი ინტერესია მოძრაობა დროში, გარკვეული სიჩქარის სიხშირე და რიტმი. 1997-2005 წწ. ლევან ლასარეიშვილი იყო სახვითი ხელოვნების ევროპული აკადემიის (გერმანია) მოწვეული ლექტორი; 2003 წლიდან ცხოვრობს ნიუ-იორკში (აშშ). ლუკა ლაზარი ჩვენს გარემოს, მოძრაობას, აღქმას გარდაქმნის გრძნობად, აბტსრაქტულ, მინიმალისტურ ფორმებად. განმეორებადი ფორმა, ზომა და მიმართულება ქმნის მშთანთქველ ვიბრაციას. ეს ნაწილაკები წარმოშობს მოძრაობას, დინამიზმს, ენერგიას, რასაც მეტ ინეტსნიურობას ნამუშევრების დიდი ზომა ანიჭებს. ნამუშევრები მცდელობაა აღქმის ტრადიციული გზები უკან მოიტოვოს და მას გადააბიჯოს. წყარო: 1. ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 194; 2. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/i-l/lazari-luka.html 3. Works by Luca Lazar : [Personal exhibition]. - Tbilisi : Cezanna, 2021. 4. Moving stills and beyond – ethereal transformations : works by Luca Lazar : [Catalogue of exhibition]. - Tbilisi, 2019.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |