The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნინო ლომსაძე

ნინო ლომსაძე
Date of birth:197?
Category:Painter

Biography

მხატვარი ნინო ლომსაძე ავსტრიაში, ქალაქ ლინცში ცხოვრობს. დაიბადა და გაიზარდა თბილისში. ხატვა ბავშვობიდან უყვარდა. ამბობს, რომ თავიდანვე იზიდავდა აბსტრაქცია და სურეალიზმი.

ნინომ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ დიზაინერობას მაინც ხატვა არჩია.

2004 წლიდან ცხოვრობს ავსტრიაში. თავიდან ბავშვის მომვლელად წავიდა და ხატვისთვის არც დრო ჰქონდა და არც პირობები. ხატვას 2006 წელს მიუბრუნდა და თანდათან კვლავ ირწმუნა საკუთარი ძალების.

ამჟამად ნინო სკოლაში მუშაობს. ამავე დროს, თავის ქალაქში გაწევრიანებულია მხატვართა კავშირში და პერიოდულად მონაწილეობს გამოფენა-გაყიდვებში, ნამუშევრებიდან მიღებული თანხით კი მოგზაურობს.

ნინო ლომსაძე ხატავს შერეული ტექნიკით. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ევროპის ქვეყნებში. მონაწილეობა აქვს მიღებული  ბევრ გამოფენაში, ძირითადად გერმანიასა და ავსტრიაში.

წყარო:

1. https://weekofart.com/participants//ნინო-ლომსაძე/

2. https://www.radiotavisupleba.ge/a/31839981.html


Share: