შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ალექსი დონაური![]()
ბიოგრაფიაკახეთის ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები - დონაურები რუსეთში მე-18 საუკუნეში, ვახტანგ VI-ის ამალასთან ერთად წავიდნენ და დაფუძდნენ. მათი გვარი - დონაუროვები - შეტანილია ყაზანისა და სანკტ-პეტერბურგის გუბერნიების დიდგვაროვანი ოჯახების გენეალოგიურ წიგნში. ალექსი დონაური დაიბადა 1830 წლის 12 თებერვალს, სანკტ-პეტერბურგში. ის იყო სახელმწიფო მოხელის, ვლადიმირისა და სანკტ-პეტერბურგის სამოქალაქო გუბერნატორის პეტრე მიხეილის ძე დონაუროვის ვაჟი. 1848 წელს დაამთავრა გვარდიის პოდპრაპორშჩიკებისა და კავალერიის იუნკერების სკოლა; ოფიცრის პირველი წოდება 1848 წლის 13 ივლისს მიიღო; 1849 წელს დააწინაურეს პოდპორუჩიკად; 1856 წელს დააჯილდოვეს წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით; 1850 წლის 28 მაისიდან იყო იზმაილის პოლკის ლაიბ-გვარდიის ოფიცერი; მონაწილეობდა 1853-1856 წწ. ყირიმის (აღმოსავლეთის) ომში და 1858-1864 წწ. ლაშქრობებში. 1859 წელს დაიმსახურა წმ. ანას III ხარისხის ორდენი; 1861 წლის 23 აპრილიდან იყო ფლიგელ-ადიუდანტი იმპერატორ ალექსანდრე II-ის კარზე; 1864 წლის 1 იანვარს ლაიბ-გვარდიის იზმაილის პოლკში მიანიჭეს პოლკოვნიკის ჩინი; 1867 წლის 12 თებერვლიდან დაინიშნა 91- ქვეითი დვინის პოლკის მეთაურად; 1868 წელს დაჯილდოვდა წმ. ანას მე-2 ხარისხის ორდენით; 1872 წლის 16 აპრილს უბოძეს გენერალ-მაიორის წოდება; ამ დროისთვის ეკავა 24-ე ქვეითი დივიზიის მეთაურის პოსტი; 1874 წელს მიენიჭა წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენი; 1876 წლის 1 მაისიდან მე-18 ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის ხელმძღვანელია; გენერალ-მაიორი ალექსი დონაუროვი იყო 1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომების მონაწილე და ბრძოლებში თავის გამოჩენისთვის დაჯილდოვდა წმ. სტანისლავის 1-ი ხარისხის ორდენით, მახვილებით (1878) და ოქროს ხმლით წარწერით „სიმამაცისთვის“ (1879); 1877 წლის სექტემბრიდან - 1878 წლის იანვრამდე იყო რუმინეთის ქალაქ კონსტანცას სამხედრო მეთაური და კომენდანტი; 1879-1881 წწ. ხელნძღვანელობდა მე-17 ქვეითი დივიზიის 1-ლ ბრიგადას; 1883 წელს დაჯილდოვდა წმ. ანას პირველი ხარისხის ორდენით; 1885 წელს იყო მე-13 ქვეითი დივიზიის პირველი ბრიგადის მეთაური; სამხედრო სამსახურიდან გადადგა რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტის ჩინით (1888); გადადგომის შემდეგ ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგში; ალექსი პეტრეს ძე დონაური გარდაიცვალა 1897 წლის 3 აპრილს, სანკტ-პეტერბურგში. დაკრძალულია იქვე, ვოლკოვოს მართლმადიდებლურ სასაფლაოზე. წყარო: 1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.480 2. http://ru.hayazg.info/ Донауров_Алексей_Петрович 3. Кульбака Николай Элиарович. История дворянского рода Донауровых. – М., 2013. - 182 с.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |