შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გიორგი მაჭუტაძე![]()
ბიოგრაფიაგიორგი მაჭუტაძე დაიბადა 1874 წელს აზნაურ მიხეილ ბეჟანის ძე მაჭუტაძის ოჯახში. დედა - ივლიტა გიორგის ასული გაგუა. 1921 წლის იანვრიდან იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საპატიო კონსული ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში. საკონსულო მდებარეობდა ქალაქ რიგაში. გარდაიცვალა 1922 წლის აგვისტოში, რიგაში. ამის შესახებ 13 აგვისტოს იუწყებოდა რიგაში გამომავალი რუსულენოვანი გაზეთი "Сегодня". დაკრძალულია ამავე ქალაქში პოკროვსკოეს სასაფლაოზე. გიორგი მაჭუტაძეს ჰყავდა ორი ვაჟი - დიმიტრი და ალექსანდრე მაჭუტაძეები. წყარო: 1. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.263 2. https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_მაჭუტაძე 3. ჯავახიშვილი ნიკო. ქართული ემიგრაცია ლატვიაში: 1921-1941 წწ.) // შრომათა კრებული = Collection of the Works / გორის სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრი. - გორი . – 2016. –N 12. - გვ273-291.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |