შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
პეტრეს ძე დონაური პეტრე![]()
ბიოგრაფიაპეტრე პეტრეს ძე დონაური (დონაუროვი) - ვლადიმირისა და სანკტ-პეტერბურგის სამოქალაქო გუბერნატორის პეტრე მიხეილის ძე დონაუროვის ვაჟი, გენერალ ალექსი დონაუროვისა და დიპლომატ ზაქარია დონაუროვის ერთ-ერთი ძმა. პეტრე პეტრეს ძე დაიბადა 1842 წლის 24 იანვარს. მოინათლა მოსკოვის ლუბიანკას ეკლესიაში. 1857 წლის 20 თებერვალს ჩაირიცხა პაჟთა კორპუსში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1860 წლის 16 ივნისს კორნეტის ჩინით განამწესეს ნარვის ჰუსართა პოლკში; მონაწილეობდა 1861-1864 წლების ლაშქრობებში; 1862 წლის 25 თებერვლიდან - პორუჩიკი; 1866 წლის 12 მარტიდან - შტაბს-როტმისტრი; 1868 წლის 19 თებერვალს მიენიჭა როტმისტრის წოდება და იმავე წლის მარტში დაინიშნა პოლკის აუდიტორად; 1870 წლის 24 ივნისიდან - მაიორი არმიის კავალერიის შემადგენლობაში ვილნოს სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი ადიუტანტის თანამდებობაზე;. 1873 წლის 30 აგვისტოს დააწინაურეს პოდპოლკოვნიკად. 1875 წლის ივლისში - სპეციალური დავალებების ოფიცერი ვილნოს სამხედრო ოლქის მეთაურის განკარგულებაში. 1876 წლის 30 აგვისტოდან - პოლკოვნიკი სპეციალური დავალებების ოფიცერის თანამდებობაზე ვილნოს, გროდნოსა და კოვნოს გენერალ-გუბერნატორთა განკარგულებაში. დაჯილდოებული იყო: წმ. სტანისლავის მე-2 (1879) და მე-3 ხარისხის (1867, 12, 02) ორდენებით. ზოგიერთი ცნობით პენსიაზე გავიდა გენერალ-მაიორის ჩინით. სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ მიანიჭეს „კოლეჟსკი სოვეტნიკის“ სამოქალაქო წოდება. 1886 წელს პოლკოვნიკი დონაუროვი იყო ნოვგოროდის სახელმწიფო პალატის მე-2 განყოფილების საგადასახადო ინსპექტორი სტარორუსკისა და დემიანსკის ოლქებში. დაქორწინებული იყო ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის, გროდნოს გუბერნატორის ასულზე, ევდოკია პეტროვნა ბაზილევსკაიაზე, რომლისგანაც შეეძინა ორი ქალიშვილი - მარია და ევდოკია. რუსულ წყაროებში პეტრე პეტრეს ძის გარდაცვალების თარიღად მითითებულია 1891 წელი. დაკრძალვის ადგილად კი, სავარაუდოდ, ნოვგოროდი, ანტონიევის მონასტრის ტერიტორია. ენციკლოპედია „საქართველოს“ (ტ. 2. თბ., 2012) მიხედვით კი პეტრე პეტრეს ძე დონაუროვი მონაწილეობდა 1904-1905 წწ. რუსეთ-იაპონიის ომში; 1902 წლიდან იყო უსურიის კაზაკთა დივიზიის უფროსი და ამავე წლიდან მინიჭებული ჰქონდა რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორის წოდება. გარდაიცვალა 1906 წელს. წყარო: 1. http://ru.hayazg.info/ /Донауров_Пётр_Петрович 2. Кульбака Николай Элиарович. История дворянского рода Донауровых. – М.: Издательство «Старая Басманная». 2013. - 182 с. 3. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.480
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |