Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ბიჭიკო ვარშანიძე![]()
Biographyშორეული ნაოსნობის კაპიტანი ბიჭიკო მემედის ძე ვარშანიძე დაიბადა 1942 წლის 15 მარტს, ქალაქ ბათუმში. დაამთავრა ქალაქის 1 საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელში, რომელიც 1965 წელს დაასრულა და განაწილებით ნოვოროსიისკის სანაოსნოში მოხვდა. მეზღვაურული ნათლობა მიიღო რიგით მატროსად ტანკერებზე -„Лиск“-სა და «Ленкоран»-ზე, აქვე გახდა იგი კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწე. 1976 წელს იგი შორეული ნაოსნობის კაპიტანი გახდა და ერთხანს მადანმზიდ „Художник Габашвили“ -ს ეკიპაჟს მეთაურობდა. 1977 წელს ბულგარეთში, ვარნის გემთსაშენში მიიღო და ექსპლუატაციაში გაუშვა ახალაგებული ბალკერი - «Художник А. Герасимов»-ი, რომლის კაპიტანი გახლდათ 1981 წლამდე . ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ურთულეს ეტაპზე, დამოუკიდებელი საქართველოს საზღვაო სახელმწიფოდ ფორმირების პროცესში, 1993-1999 წწ. იყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსი. გარდაიცვალა 2018 წლის 18 ოქტომბერს. დაკრძალულია ბათუმში, განთიადის სასაფლაოზე. ბიჭიკო ვარშანიძის შესახებ კინორეჟისორმა პაატა ტაბაღუამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი: „მისი ცხოვრების გზა - ბიჭიკო ვარშანიძე“. წყარო: 1. https://www.facebook.com/P.TABAGUA/photos/1810707539042815 2. ვარშანიძე ბიჭიკო. ზღვის შვილი : [საუბარი ბიჭიკო ვარშანიძესთან. პირადი ცხოვრება მოღვაწეობა] / ჩაიწერა ნინო ბასილიამ // იმიჯი. - , 1997. - N3-4. - გვ.62-63
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |