The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნოდარ სიმონია

ნოდარ სიმონია
Date of birth:30 January, 1932
Date of death:29 December, 2019  (at 87 years)
Burial location:ტრეოკუროვოს სასაფლაო, მოსკოვი, რუსეთი
Category:Historian

Biography

პოლიტოლოგი ნოდარ ალექსანდრეს ძე სიმონია დაიბადა 1932 წლის 30 იანვარს, თბილისში. 1950 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, სადაც სწავლობდა ჩინურ, ინდონეზიურ და ინგლისურ ენებს. 1954 წელს, ინსტიტუტის დახურვასთან დაკავშირებით, ყველა სტუდენტი ვინც იქ სწავლობდა, გადაიყვანეს საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში (MGIMO). ნოდარ სამსონიამ აღმოსავლეთმცოდნის სპეციალობით 1955 წელს დაამთავრა ინსტიტუტი.

1958 წელს დაიცვა დისერტაცია ეკონომიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო  ხარისხის მოსაპოვებლად აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკისა და გეოგრაფიის კათედრაზე MGIMO-ს ასპირანტურაში, თემაზე: „ჩინეთის მოსახლეობის როლი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ეკონომიკურ ცხოვრებაში“. 1959 წელს თავისი დისერტაციის თემაზე მან გამოაქვეყნა მონოგრაფია, რომელიც გახდა პირველი კვლევა სამეცნიერო ლიტერატურაში ჩინეთის დიასპორის როლზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ეკონომიკაში (ითარგმნა ინგლისურად).

1958-1988 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სექტორის გამგე, განყოფილების გამგე. 1974 წელს გახდა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, დაიცვა დისერტაცია თემაზე - „რევოლუციური პროცესების ზოგიერთი თავისებურება აღმოსავლეთის ქვეყნებში“. 1969–1987 წლებში ასწავლიდა სსრკ-ის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტში: დოცენტი, ასოცირებული პროფესორი (1980). საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1990). რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1997), პრეზიდიუმის წევრი (1998). 1998–2002 წწ. -  რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის აკადემიკოსი-მდივანი; კათედრის რეფორმის შემდეგ, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის აკადემიკოს-მდივნის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგე (2002-2010).

1998 წელს გადავიდა სამუშაოდ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში (IМEМО) - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. 2000 -2006 წწ. ხელმძღვანელობდა ინსტიტუტს. 

2007 წელს დანიშნეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მრჩევლად. 2008 წლის ივლისში დაიკავა პროფესორის თანამდებობა МГИМО-ს სითბურ-ენერგეტიკული კომპლექსის საერთაშორისო პრობლემების კათედრაზე და ასევე დაინიშნა МГИМО-ს რექტორის მრჩევლად.

არის 250 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და ხელმძღვანელი, მათ შორის, 16 ინდივიდუალური მონოგრაფიის. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო საბჭოს წევრი, ევროპის მეცნიერებათა, ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრი (პარიზი), ჰოკაიდოს უნივერსიტეტის სლავური კვლევების ცენტრის (იაპონია) უცხოელი პროფესორი. დაჯილდოებულია მეგობრობის ორდენით (1999), ღირსების ორდენით (2012), 2006 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით გამოეცხადა მადლობა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელებაში გამოვლენილი დამსახურებისათვის.

ფლობს ინგლისურ, ინდონეზიურ და ჩინურ ენებს. 

გარდაიცვალა 2019 წლის 20 დეკემბერს. დაკრძალულია მოსკოვში, ტრეოკუროვოს სასაფლაოზე.

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/wiki/Симония,_Нодари_Александрович 

2. https://mgimo.ru/people/simoniya/

3. https://bigenc.ru/c/simoniia-nodari-aleksandrovich-3b04


Share: