The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ივანე მაყაშვილი

ივანე მაყაშვილი
Date of birth:1848  (176 years)
Date of death:19??
Category:Military Person

Biography

გენერალ გიორგი კვინიტაძის ცოლისძმა, თავადი ივანე რამაზის ძე მაკაევი (მაყაშვილი) დაიბადა 1848 წელს. 1872 წლიდან მსახურობდა ჯარში ოფიცრის წოდებით.

1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში პრაპორშჩიკის ჩინით მეთაურობდა გურიის ქვეითი დრუჟინის ასეულს.

სამხედრო წარჩინებისთვის დაჯილდოვდა წმ. ანას მე-3 (მახვილებითა და ბაფთით) და მე-4 ხარისხის, წმ. ვლადიმერის მე-3 და მე-4 ხარისხის (მახვილებითა და ბაფთით) სამხედრო ორდენებითა და პორუჩიკის წოდებით.

მისივე თხოვნით გადაიყვანეს აღმოსავლეთ ციმბირის მე-18 მსროლელ პოლკში.

მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (1904-1905) და რუსეთ-ოსმალეთის ომებში.

1904 წლიდან ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას.

1906 წელს გადაეცა ოქროს ხმალი (მამაცობისათვის) და მთავარსარდლის ბრძანებით დაინიშნა მე-5 ციმბირის ქვეითი ირკუტსკის პოლკის მეთაურად. მან ეს პოსტი იმავე წელს დატოვა ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო, რაც გამოიწვია ლიაოიანის მახლობლად მიღებულმა ჭრილობებმა, შემდეგ კი დანიშნეს 250-ე ახულგის ბატალიონის მეთაურად (06.04.1906-დან).

1907 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის ჩინი. ამავე წლიდან დაინიშნა გროზნოს სარეზერვო 253-ე ბატალიონის მეთაურად.

შემდგომ წლებში მსახურობდა 250-ე სარეზერვო ბატალიონის მეთაურად. ცნობილია როგორც სამხედრო მწერალი.

დაჯილდოებული იყო ორდენით „რუმინეთის ვარსკვლავი“.

1921 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში.

წყარო:

1. ბეჟიტაშვილი გიორგი. ქართული სამხედრო-პოლიტიკური ემიგრაცია ევროპაში (1921-1953) : დის. ისტორ. მეცნ. დოქტ. / გიორგი ბეჟიტაშვილი; თელავის სახ. უნ-ტი, ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ.. - თელავი, 2011. გვ. 53-68.

2. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/165280/1/Disertacia.pdf

3. https://mematiane.ge/product-details.php?id=1378


Share: