The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დიმიტრი ანანიაშვილი

დიმიტრი ანანიაშვილი
Other name:მიტო  (Acronym)
Date of birth:1892
Date of death:1962  (at 70 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Military Person

Biography

პოდპოლკოვნიკმა დიმიტრი (მიტო) სვიმონის ძე ანანიაშვილმა (1892-1968) 1921 წელს დატოვა სამშობლო და ემიგრაციაში გაემგზავრა. მცირე ხანს თურქეთში (სტამბოლში) ცხოვრობდა, შემდეგ შეუერთდა ქართულ ემიგრაციას ევროპაში.

1933 წ. აირჩიეს პარიზში დაარსებულ „ქართველ მხედართა“ საზოგადოების გამგეობის წევრად. II მსოფლიო ომის შემდეგ გადასახლდა სამხრეთ ამერიკაში. იყო არგენტინის ქართველთა სათვისტომოს წევრი.

დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ემიგრანტი პოეტის გიორგი გამყრელიძის 1940 წლით დათარიღებული ლექსი „დარდი“ ეძღვნება მიტო ანანიაშვილს.

წყარო:

საძიებელი და კომენტარები // ქართული ემიგრაცია / გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, გიორგი მაჩაბლის ფონდი.-თბილისი, 2015.-N3 (6).-გვ. 201

ცერცვაძე მაია. ქართველი ემიგრანტებისადმი მიძღვნილი გიორგი გამყრელიძის ლექსები // ქართული ემიგრაცია / გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, გიორგი მაჩაბლის ფონდი.-თბილისი, 2018-2019. – N5 (8).-გვ. 40-62


Share: