Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნინა ჭუმბურიძე![]()
Biographyნინო (ნინა) ჭუმბურიძე დაიბადა თბილისში (საქართველო). 1991-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (საქართველო). ამჟამად არტისტი ცხოვრობს და მუშაობს ატლანტაში (აშშ), სადაც ხელმძღვანელობს აგორას ხელოვნების სტუდიას. მუშაობს შერეული ტექნიკით, ამზადებს კოლაჟებს, ამზადებს სამკაულებს ტიხრულ მინანქარში. მხატვარი მონაწილეობდა აშშ-ს მრავალ საერთაშორისო გამოფენაში, რომელთა შორისაა: 2018 O გალერეა - ნორქროსი, აშშ; 2016-2018 Aimee-ს სამხატვრო გალერეა - დექეითერი, ჯორჯია, აშშ; 2012 Callanwolde ხელოვნების ცენტრი - ატლანტა, აშშ; 2010 აგორა არტ-ბაზრობა - ატლანტა, აშშ და სხვა. ნინო ჭუმბურიძის ნამუშევრები დაცულია შემდეგ კოლექციებში: "დამშვიდობება" ემორის უნივერსიტეტი, ატლანტა 2011 “Land” -Art for Heart, ჯექსონვილი; "Untitled" Wunderkind -Atlanta, GA; "Jesters" Le Giverny-Atlanta, GA; "Abstract Melody" COX Enterprises- ატლანტა; "ლანდშაფტი" MPM Inc, Atlanta, GA; ასევე კერძო კოლექციები - საქართველო, თურქეთი, ესპანეთი, კანადა, აშშ და სხვა. წყარო: 1.https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/ch-dj/chumburidze-nina.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |