| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ზურაბ სუმბაძე![]()
ბიოგრაფიაზურაბ სუმბაძე დაიბადა თბილისში. ადრეულ ბავშვობაში გამოავლინა ხელოვნების სიყვარული და მიზნად დაისახა მხატვარი გამხდარიყო. ეს გასაკვირი არც იყო, რადგან მისი ოჯახი შედგებოდა მხატვრებისა და არქიტექტორებისგან. 18 წლის ასაკში გახდა საბავშვო გაზეთ „ნერგის“ მთავარი ილუსტრატორი. 1981 წელს დაიწყო მოდის დიზაინის შესწავლა, მაგრამ 1983 წელს შეიცვალა ხელოვნების სფერო და გადაწყვიტა გამხდარიყო გრაფიკოსი და ილუსტრატორი. უმაღლესი სასწავლებელი 1988 წელს, ლენინგრადში დაამთავრა. წინასადიპლომო სამუშაოს შესრულებისას, 1986 წელს შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ენის კურსების სტუდენტს დასავლეთ ბერლინიდან, რომელთანაც რამდენიმე წლის შემდეგ თბილისში იქორწინა. 1989 წელს ახალშექმნილი ოჯახი დასავლეთ ბერლინში გაემგზავრა. გერმანიაში ზურაბ სუმბაძე, თავდაპირველად, მუშაობდა როგორც თავისუფალი მხატვარი და ილუსტრატორი სარეკლამო სააგენტოებისთვის, გამომცემლობებისთვის და სხვა კლიენტებისთვის (IBM, Gillette GmbH, Melas GmbH, Kaiser's, United Buddy Bears, BVG). ზურაბ სუმბაძეს უყვარს სურათების ციკლების ხატვა. მისი შემოქმედება იმითაა გამორჩეული, რომ მისი ნამუშევრები სხვადასხვა კონტინენტზე იქმნება - ბერლინში დაწყებულს კალიფორნიაში ამთავრებს და ინდოეთის ოკეანეში, რეიუნიონზე განცდილს, წყნარი ოკეანის პირას, ჰოლივუდის ბორცვზეც ვერ ივიწყებს. წყარო: 1. https://shop.buddy-baer.com/shop/en/zurab-sumbadze/ 2. https://www.radiotavisupleba.ge/a/zurab-sumbadze-ukhilav-pardashi/26795517.html
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

