The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დიმიტრი ბუჩქიევი

Legal name:დიმიტრი ბუჭყიაშვილი
Date of birth:1789
Date of death:1849  (at 60 years)
Category:Military Person

Biography

ბუჭყიაშვილები მიეკუთვნებიან თბილისის გუბერნიის წარჩინებულ თავადაზნაურთა გვარს. ამ გვარის მამაკაცთა უმეტესი ნაწილი სამხედრო სამსახურში იყო რუსეთის საიმპერატორო არმიაში.

დიმიტრი ბუჭყიაშვილი (Бучкиев, ბუჩქიევი) იყო ერეკლე II-ის მინბაშის (ათასისთავი) ივანე ბუჭყიაშვილის შვილი. მსახურობდა შირვანის პოლკში (ლეგიონი). რუსეთ–ოსმალეთის ომის (1828–1829) დროს მონაწილეობდა ახალციხის აღებაში.

1847-1850 წლებში იყო ალექსანდროპოლის (ახლანდელი გიუმრი) ციხე–სიმაგრის კომენდანტი პოლკოვნიკის ჩინით.

1849. 06. 12-დან - რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი.

მისი ძმა იყო პოდპოლკოვნიკი გედეონ ბუჩქიევი.

ივანე ბუჭყიაშვილი და მისი შთამომავლები დაკრძალული არიან თბილისის ანჩისხატის ტაძარში.

წყარო:

საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.513

http://mematiane.ge/product-details.php?id=3761&lang=ru


Share: