შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ზინაიდა ჭელიძე![]()
ბიოგრაფიაზინაიდა ჭელიძე დაიბადა 1982 წელს, თბილისში. 1997 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ბელგიაში (ბრუსელი). განათლება სამაგისტრო საფეხურზე მიიღო ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით 2008 წელს ბრუსელის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიაში. ვიზუალური არტისტის მრავალფეროვანი შემოქმედებითი პრაქტიკა შესაძლოა გაგებულ იქნას, როგორც შეთანხმებული ქმედება, რომელიც სხვადასხვაგვარად ფორმირდება მის შემოქმედებაში. ეს არის თითქმის სიმბიოზური თანამშრომლობა სხვადასხვა ხელოვანთან, რომელიც გამოვლინდა ზინაიდა ჭელიძის ნამუშევრებში „ვარდისფერი ღრუბელი“ და „ოქროს ბიჭი“, ასევე მის კვლევით მასშტაბურ პროექტში „ბინის ბიბლიოთეკა“. შემოქმედებითი პროცესი მოიცავს სხვადასხვა მასალის შერჩევას, როგორიცააა არსებული საგნები, მაგალითად, წიგნის კოლექცია, ან თავად მის მიერ შექმნილი ნივთები, რომელთა მეშვეობით არტისტი აყალიბებს სახელოვნებო კომენტარს სპეციფიკურ კონკრეტულ საკითხზე და მხოლოდ მოგვიანებით ირჩევს მასალას ან მედიუმს. წყარო: 1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/ch-dj/chelidze-zinaida.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |