შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ზურაბ რთველიაშვილი![]()
ბიოგრაფიაპოეტი, პერფორმერი და მულტიმედია არტისტი ზურაბ (ზურა) რთველიაშვილი დაიბადა 1967 წლის 16 ოქტომბერს ყაზახეთში, ქ. ყარაღანდაში. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 1987-1990 წლებში მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. 1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილთან და სხვებთან ერთად. მონაწილეობდა 2003 წელს ვარდების რევოლუციის პერიოდის საპროტესტო გამოსვლებში. 2005 წლიდან გამოდიოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის კრიტიკით. იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ლიდერი. გამოქვეყნებული ჰქონდა რამდენიმე პოეტური კრებული: პოეზიის დიქტატურა: კრებული. - თბილისი, 2017; ანარქია: პოეზია. - თბილისი, 2006; აპოკრიფი: ლექსები. - თბილისი, 2002; ირექცია: ლექსები. - თბილისი, 1997. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ნორვეგიულ, ჰოლანდიურ, უკრაინულ, რუსულ, სპარსულ, აზერბაიჯანულ და ბენგალურ ენებზე. 2010–2020 წლებში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობდა შვედეთში. შესრულებული აქვს როლები ფილმებში, მათ შორის, მთავარი როლი გერმანელი რეჟისორის ჯულიან რადლმაიერის მხატვრულ ფილმებში "მოლანდება ევროპაში" (2011) და "ბიურგერული ძაღლის თვითკრიტიკა" (2017). მონაწილეობდა პოეტურ პერფორმანსებში, როგორც საქართველოში, ასევე, ევროპის ქვეყნებში. შვედეთში ცხოვრების პერიოდში ზურა რთველიაშვილი თანამშრომლობდა სტოკჰოლმის ავანგარდულ თეატრთან "GILJOTIN", სადაც დაიდგა მისი ექსპერიმენტული სპექტაკლი "PASS PORT". 2018 წელს მისმა პოეტურმა კრებულმა „პოეზიის დიქტატურა“ მიიღო პრემია „საბა“ წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის. შვედეთში დაუდგინდა სიმსივნის დიაგნოზი. გარდაიცვალა 2021 წლის 20 აპრილს თბილისში. დაკრძალულია მახათას პანთეონში. ზურაბ რთველიაშვილის მეუღლე იყო ნინო ამირეჯიბი, ახალგაზრდა მწერალი, რომელთანაც შეეძინა ვაჟი - გიორგი. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ზურაბ_რთველიაშვილი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |