The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნათია მაღლაკელიძე

ნათია მაღლაკელიძე
Date of birth:199?
Category:Musician

Biography

კომპოზიტორი და მევიოლინე ნათია მაღლაკელიძე ნიუ-იორკში ცხოვრობს და ჯგუფ “Four Lines”-თან ერთად წერს მუსიკას ფილმებისთვის, რომლებიც წარმატებით მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე.

დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში, მუსიკალური ტრადიციებით მდიდარ ქალაქში. პირველი მუსიკალური ჯგუფი, რომლის წევრიც გახდა ბავშვობაში იყო "Outsider"-ი და რობი კუხიანიძე. შემდეგ ძალიან ბევრ მუსიკოსთან უკრავდა სხვადასხვა ჟანრში, უამრავ კონცერტში და ფესტივალში მონაწილეობდა, საქველმოქმედო საღამოებზეც გამოდიოდა. ამ დატვირთულმა პერიოდმა ძალიან დიდი როლი შეასრულა მისი მუსიკალური ცხოვრების შემდეგი ეტაპების განვითარებაში.

ნათია მაღლაკელიძის ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ჯგუფის "Four Lines" შექმნას უკავშირდება, რომლის შემადგენლობაში არიან მისი ორი და, ხატია და თამარი და მეგობარი - ნანა ყურაშვილი. ახალგაზრდები უკრავენ აკუსტიკურ ინსტრუმენტებზე - ვიოლინო, ფლეიტა, ფორტეპიანო და ელექტრო ინსტრუმენტი „Seaboard Rise“.

ჯგუ­ფის შექ­მნის ის­ტო­რია უკავ­შირ­დე­ბა ნი­დერ­ლან­დელ ტუ­რისტს, რო­მე­ლმაც შემთხვევით მოისმინა ნათიასა (ვიოლინო) და ნანა ყუ­რაშ­ვილის (პი­ა­ნის­ტი) მიერ შესრულებული საკუთარი კომპოზიცია. იგი ძალიან დაინტერესდა და შესთავაზა მათ ალბომის ჩაწერა, რო­მელ­საც თვი­თონ და­ა­ფი­ნან­სებ­და. გოგონების დუეტს ნათიას დებიც შეუერთდნენ და ასე და­ი­ბა­და ჯგუფი „Four lines“.

ნა­თია ჯგუფ „Four Lines“-თან ერ­თად არის ავ­ტო­რი CD ალ­ბო­მისა „Sound of Wind“, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც შედგა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე - Tallinn Music Week. ეს არის მას­შტა­ბუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი, სა­დაც უამ­რა­ვი ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­დი­ან მუ­სი­კო­სე­ბი და მსმე­ნე­ლე­ბი. ფეს­ტი­ვა­ლის 14-წლი­ან ის­ტო­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ ერთხელ იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და მე­ო­რე­ჯერ, წლე­ბის შემ­დეგ, ჯგუ­ფი - „Four Lines“ გა­მოჩ­ნდა მის შემ­სრუ­ლე­ბელ­თა სი­ა­ში. ამის შემდეგ იყო ძალიან საინტერესო პროექტები, საქალაქო და საერთაშორისო კონცერტები.

ნათია მაღლაკელიძე წერს მუ­სი­კას კი­ნო­ფილ­მე­ბის­თვის, თე­ატ­რა­ლუ­რი პერ­ფორ­მან­სე­ბის­თვის, არის მიწ­ვე­უ­ლი მუ­სი­კო­სი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა სცე­ნებ­ზე. შექმნილი აქვს მუსიკა ფილმისთვის "აპოლო ჯავახეთი", რომლის მსოფლიო პრემიერა ამსტერდამის IDFA დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე შედგა. სანდრო სულაძის ფილმი "გუშაგები" კი მარსელის მუსიკისა და კინოს ფესტივალმა საკონკურსო სექციაში ორიგინალური მუსიკის გამო აირჩია. ნა­თია ჯგუ­ფის წევ­რებ­თან ერ­თად ფეს­ტი­ვალ­ზე მი­იწ­ვიეს. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის კომ­პო­ზი­ტორ­თა კონ­ფე­რენ­ცია, სა­დაც ნა­თი­ამ სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან მოწ­ვე­ულ კომ­პო­ზი­ტო­რებ­თან ერ­თად წა­რად­გი­ნა.

წყარო:

1https://kvirispalitra.ge/article/104629-niu-iorki-udidesi-shtagonebis-cqaroa-musikis-xmas-mivqvebi-vcer-pilmistvis-teatraluri-carmodgenistvis-carmatebuli-kartveli-meviolinisa-da-kompozitoris-amerikuli-cxovreba/

2. https://www.ambebi.ge/article/295131-saavtoro-musika-teatraluri-perpormansebistvis-kin/

3.მაღლაკელიძე ნათია. როგორ გადაწყვიტა ნათია მაღლაკელიძის ალბომის დაფინანსება უცნობმა ტურისტმა: ინტერვიუ /ესაუბრა მარიამ დვალიშვილი//თბილისელები. თბილისი, 2023. 3-9 ივლისი. N27 (1175). გვ. 15.

 

 

 

   

Share: