შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გელა ბაბლუანი![]()
ბიოგრაფიაგელა ბაბლუანი დაიბადა 1979 წლის 19 დეკემბერს თბილისში. დედა - მსახიობი ლიანა ბაბლუანი, მამა - კინორეჟისორი თეიმურაზ ბაბლუანი. მშობლების პროფესიის მიუხედავად გელა თავიდან კინოზე არ ფიქრობდა, მწერლობა უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მამის გზას გაჰყვა. 1990-იან წლებში ბაბლუანების ოჯახი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. მაშინ გელა 17 წლის იყო. აქ, მამის მიერ პარიზში დაარსებულ სტუდიაში, საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი "A Fleur de Peau" (2002), რომელმაც კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. გელა ბაბლუანის ფილმოგრაფია მოიცავს სარეჟისორო, სასცენარო, საპროდიუსერო, სარედაქტორო და მსახიობთა შერჩევის (Casting) ნამუშევრებს. მიღებული აქვს სხვადასხვა კინოფესტივალის ჯილდო. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის "13"-ის სცენარი, რომლის ფილმად ჩამოყალიბებას 3-4 წელი დასჭირდა, 19 წლის ასაკში დაწერა. სწორედ ამ ფილმმა მოუტანა ახალგაზრდა რეჟისორს მსოფლიო აღიარება (2005 წლის ვენეციის კინოფესტივალის საუკეთესო სადებიუტო ფილმი, 2006 წლის სანდენსის კინოფესტივალის ჟიურის "გრანპრი", 2005 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის "ვერცხლის პრომეთე" საუკეთესო რეჟისურისთვის და სხვა). მეორე ფილმზე,"მემკვიდრეობაზე" (L'héritage, 2006), მამასთან ერთად იმუშავა, შემდეგ კი ჰოლივუდში "ცამეტის" ამერიკული ვერსია გადაიღო (2010). გელას ფილმებში ხშირად მონაწილეობს მისი უმცროსი ძმა, მსახიობი გიორგი ბაბლუანი. ხელოვნების სფეროში მოღვაწეობენ მათი დებიც, ოლღა და სოფია. 2017 წელს გელა ბაბლუანმა ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი (ბელგია) მოიპოვა ფილმისთვის "ფული" (საუკეთესო რეჟისორი). ჰყავს შვილი, გიორგი ბაბლუანი. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/გელა_ბაბლუანი https://www.ambebi.ge/article/218600-babluanebis-klanis-axali-namushevari... https://kvirispalitra.ge/article/70042-agmovachine-rom-shvilze-uketess-verapers-shekmnis-adamiani... ბაბლუანი გელა. ძმები: ინტერვიუ / გელა ბაბლუანი, გიორგი ბაბლუანი / ესაუბრა თაკო გვაზავა //OK! საქართველო: ყოველთვიური ჟურნალი. თბილისი. 2020. - N77. -გვ. 14-22 ქადაგიშვილი ალინა. რა გვერგო მემკვიდრეობად?: თემურ და გელა ბაბლუანების ფილმი „მემკვიდრეობა“ კადრში და კადრს მიღმა // ცისკარი1852: ყოველთვიური ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალი. თბილისი, 2017, N9. - გვ. 119-125
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |