The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


რევაზ-გიორგი არველაძე

რევაზ-გიორგი არველაძე
Date of birth:23 November, 1996  (27 years)
Category:Writer, Filmmaker

Biography

რე­ვაზ-გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე 1996 წლის 23 ნო­ემ­ბერს თურ­ქეთ­ში (ტრაპ­ზონ­ში) და­ი­ბა­და. მა­მის, არჩილ არვალაძის სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რის გამო პირ­ვე­ლი ექ­ვსი წელი სამ­შობ­ლო­ში არ უცხოვ­რია - თურ­ქე­თის შემ­დეგ იყო ნი­დერ­ლან­დი (ბრე­და), მერე გერ­მა­ნია (კი­ოლ­ნი). რეზი-გიორგის დედა, თინი კო­ბა­ლა­ძე ექი­მია, თუმ­ცა პროფესიით არ უმუშავია და წლე­ბის მან­ძილ­ზე მე­უღ­ლის პი­რა­დი ექი­მი იყო მისი არა­ერ­თი სპორ­ტუ­ლი ტრამ­ვის გამო. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს- ერთი ვაჟი და ორი გოგონა.

რეზი ექ­ვსი წლის იყო, ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დაბ­რუნ­და. ჯერ წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის კერ­ძო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, შემ­დეგ კი გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კულ აკა­დე­მი­ა­ში. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ბავ­შვო­ბი­დან­ვე და­უ­კავ­შირ­და ამე­რი­კას და ამ­დე­ნად, ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ,  2015 წელს, სწავ­ლა ოჰა­ი­ოს შტატ­ში Dension University-ში გა­აგ­რძე­ლა. თავიდან კარდიოქირურგობა უნდოდა და  აპირებდა გა­ნათ­ლე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით მი­ე­ღო, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ არ­ჩე­ვა­ნი კი­ნო­ზე შეაჩერა.

ბაკალავრიატში ინ­გლი­სუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავლობდა. ბაკალავრის ხარისხი 2019 წელს მოიპოვა. სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა კი უკვე New York Film Academy-ში სა­რე­ჟი­სო­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ი­ა­რა. მაგისტრატურა 2021 წელს დაამთავრა.

თა­ვი­სუ­ფალ დროს ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბით ბავშვობიდან იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, თუმ­ცა მონ­ტა­ჟით მას შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და, რო­დე­საც დე­ნი­სო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. სწო­რედ მა­შინ მო­უ­ხდა 10 წუ­თი­ა­ნი ფილ­მის გა­და­ღე­ბა. იდეა კარ­გი იყო, მაგ­რამ გა­მო­უც­დელ­მა სტუ­დენ­ტმა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ კარ­გად არ იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. თუმცა მონ­ტა­ჟი იმ­დე­ნად კარ­გად გა­მო­უ­ვი­და, რომ რე­ა­ლუ­რად ეს იქცა მის პირ­ველ კომ­პა­ნი­ო­ნად კი­ნო­ში.

დღესდღეობით რე­ვაზ-გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძის პრო­ფე­სი­უ­ლი ბი­ოგ­რა­ფია რე­ჟი­სუ­რა­სა და ვი­დე­ო­მე­მონ­ტა­ჟის საქ­მი­ა­ნო­ბას მო­ი­ცავს. მის ანგარიშზე უკვე ოთხი ფილმია.

პირ­ვე­ლი ფილ­მი „The Silver Case“ 2020 წელს გა­და­ი­ღო. 2021 წელს რეზი იღებს კი­დევ ერთ ფილ­მს, „მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია“. 2022 წელს რე­ჟი­სო­რის ან­გა­რიშ­ზე უკვე ორი ფილ­მი გაჩ­ნდა - „The Fourth Is of a Devil“ და „Red Hollow“, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცის ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა.

რეზი-გიორგი არველაძე ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს კალიფორნიაში. ამის მიუხედავად სამშობლოს განცდა, მასთან კავშირი არასოდეს დაუკარგავს. მისი გა­მორ­ჩე­ული ნა­მუ­შევ­რიც სწო­რედ სამ­შობ­ლოს პრობ­ლე­მა­ზე შექ­მნილ ფილ­მია. "მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია“ - ასე ჰქვია მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მს, რო­მე­ლშიც ასახულია 2008 წლის ომის ტრა­გე­დია, მის­გან და­ტო­ვე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი და გან­ცდე­ბი.

რეზი არ­ვე­ლა­ძის გა­და­ღე­ბულ­მა ფილ­მა უკ­რა­ი­ნელ ჯა­რის­კაც­ზე Independent Short Film Awards-ზე ერთი ოქ­როს და ერ­თიც ვერ­ცხლის ჯილ­დო მო­ი­პო­ვა. ასე­ვე გა­ი­მარ­ჯვა Indie X Film Fest-ზე.

რეზი გიორგი არველაძის ფანტაზია მხოლოლოდ კონიზე არ შეჩერებულა, წიგნის ფურცლებზე გადაინაცვლა და პირველი მოთხრობები ქართულ მითოლოგიას მიუძღვნა. 

2018 წელს გამოცემული რე­ზის პირ­ვე­ლი წიგ­ნი - "მო­თხრო­ბე­ბი ქარ­თლი­დან“ - ავ­ტო­რის ფან­ტა­ზი­ის, ქარ­თუ­ლი მი­თო­ლო­გი­ი­სა და ე.წ. სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რის ერ­თგვა­რი სინ­თე­ზია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახალ­გაზ­რდა მწე­რალ­მა მო­თხრო­ბე­ბი ინ­გლი­სურ ენა­ზე და­წე­რა და წიგ­ნა­დაც ამე­რი­კა­ში გა­მოს­ცა. 

რევაზ-გიორგი არველაძის „მოთხრობები ქართლიდან“ ქარ­თუ­ლ ენაზე ითარგმნა ქეთი ქანთარიას მიერ და 2023 წელს წიგნად გამოსცა გამომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-მა.

წყარო:

1. https://www.ambebi.ge/article/290067-rogor-cxovrobs-achi-arvelazis-vazhi-amerikashi-cnobi/

2. https://www.ambebi.ge/article/293307-arvelazis-motxrobebi-kartlidan-mcerali-cnobili/


Share: