შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
რევაზ-გიორგი არველაძე![]()
ბიოგრაფიარევაზ-გიორგი არველაძე 1996 წლის 23 ნოემბერს თურქეთში (ტრაპიზონში) დაიბადა. მამის, არჩილ არველაძის საფეხბურთო კარიერის გამო პირველი ექვსი წელი სამშობლოში არ უცხოვრია - თურქეთის შემდეგ იყო ნიდერლანდი (ბრედა), მერე გერმანია (კიოლნი). რეზი-გიორგის დედა, თინი კობალაძე ექიმია, თუმცა პროფესიით არ უმუშავია და წლების მანძილზე მეუღლის პირადი ექიმი იყო მისი არაერთი სპორტული ტრავმვის გამო. წყვილს სამი შვილი ჰყავს- ერთი ვაჟი და ორი გოგონა. რეზი ექვსი წლის იყო, ოჯახთან ერთად საქართველოში რომ დაბრუნდა. ჯერ წმინდა გიორგის სახელობის კერძო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში. შეიძლება ითქვას, რომ მისი სამომავლო გეგმები ბავშვობიდანვე დაუკავშირდა ამერიკას და ამდენად, ამერიკული აკადემიის დამთავრების შემდეგ, 2015 წელს, სწავლა ოჰაიოს შტატში Dension University-ში გააგრძელა. თავიდან კარდიოქირურგობა უნდოდა და აპირებდა განათლება სამედიცინო კუთხით მიეღო, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი კინოზე შეაჩერა. ბაკალავრიატში ინგლისური ლიტერატურისა და კინემატოგრაფიის მიმართულებით სწავლობდა. ბაკალავრის ხარისხი 2019 წელს მოიპოვა. სამაგისტრო პროგრამა კი უკვე New York Film Academy-ში სარეჟისორო მიმართულებით გაიარა. მაგისტრატურა 2021 წელს დაამთავრა. თავისუფალ დროს ფოტო და ვიდეო გადაღებით ბავშვობიდან იყო გატაცებული, თუმცა მონტაჟით მას შემდეგ დაინტერესდა, როდესაც დენისონის უნივერსიტეტში ჩააბარა. სწორედ მაშინ მოუხდა 10 წუთიანი ფილმის გადაღება. იდეა კარგი იყო, მაგრამ გამოუცდელმა სტუდენტმა აღმოაჩინა, რომ კარგად არ იყო გადაღებული. თუმცა მონტაჟი იმდენად კარგად გამოუვიდა, რომ რეალურად ეს იქცა მის პირველ კომპანიონად კინოში. დღესდღეობით რევაზ-გიორგი არველაძის პროფესიული ბიოგრაფია რეჟისურასა და ვიდეომემონტაჟის საქმიანობას მოიცავს. მის ანგარიშზე უკვე ოთხი ფილმია. პირველი ფილმი „The Silver Case“ 2020 წელს გადაიღო. 2021 წელს რეზი იღებს კიდევ ერთ ფილმს, „მცოცავი ოკუპაცია“. 2022 წელს რეჟისორის ანგარიშზე უკვე ორი ფილმი გაჩნდა - „The Fourth Is of a Devil“ და „Red Hollow“, რომელიც უკრაინელი ჯარისკაცის ამბავს გვიყვება. რეზი-გიორგი არველაძე ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს კალიფორნიაში. ამის მიუხედავად სამშობლოს განცდა, მასთან კავშირი არასოდეს დაუკარგავს. მისი გამორჩეული ნამუშევარიც სწორედ სამშობლოს პრობლემაზე შექმნილ ფილმია. "მცოცავი ოკუპაცია“ - ასე ჰქვია მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელშიც ასახულია 2008 წლის ომის ტრაგედია, მისგან დატოვებული ტკივილი და განცდები. რეზი არველაძის გადაღებულმა ფილმა უკრაინელ ჯარისკაცზე Independent Short Film Awards-ზე ერთი ოქროს და ერთიც ვერცხლის ჯილდო მოიპოვა. ასევე გაიმარჯვა Indie X Film Fest-ზე. რეზი გიორგი არველაძის ფანტაზია მხოლოდ კონიზე არ შეჩერებულა, წიგნის ფურცლებზე გადაინაცვლა და პირველი მოთხრობები ქართულ მითოლოგიას მიუძღვნა. 2018 წელს გამოცემული რეზის პირველი წიგნი - "მოთხრობები ქართლიდან“ - ავტორის ფანტაზიის, ქართული მითოლოგიისა და ე.წ. საშინელებათა ჟანრის ერთგვარი სინთეზია. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მწერალმა მოთხრობები ინგლისურ ენაზე დაწერა და წიგნადაც ამერიკაში გამოსცა. რევაზ-გიორგი არველაძის „მოთხრობები ქართლიდან“ ქართულ ენაზე ითარგმნა ქეთი ქანთარიას მიერ და 2023 წელს წიგნად გამოსცა გამომცემლობა პალიტრა L-მა. წყარო: https://www.ambebi.ge/article/290067-rogor-cxovrobs-achi-arvelazis-vazhi-amerikashi-cnobi/ https://www.ambebi.ge/article/293307-arvelazis-motxrobebi-kartlidan-mcerali-cnobili/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |