The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე ცომაია

ალექსანდრე ცომაია
Other name:სანდრო  (Acronym)
Date of birth:1984  (41 years)
Category:Musician

Biography

სანდრო ცომაია დაიბადა 1984 წელს, თბილისში. მუსიკის შესწავლა ადრეულ ასაკში ირა გერცთან დაიწყო, მეორე კლასიდან კი სწავლა გააგრძელა ზ. ფალიაშვილის სახელობის გიმნაზიაში პედაგოგ დოდო ცინცაძის კლასში.

ახალგაზრდა პიანისტი ბავშვობიდან გამოდიოდა კონცერტებზე, როგორც ინდივიდუალურად,  ასევე, სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად.

ამერიკაში პირველად 14 წლის ასაკში ჩავიდა. სწავლობდა საზაფხულო სკოლაში.

შემდეგ ჩააბარა მიჩიგანის Interlochen Arts Academy-ში, სადაც მისი პედაგოგი იყო სტივენ პერისი.

2002 წელს გაიმართა მუსიკოსის ამერიკული დებიუტი ნიუპორტის მუსიკალურ ფესტივალზე „როდ აილენდი“, სადაც პირველმა აშშ-ში წარუდგინა მსმენელს სულხან ცინცაძის 24 პრელუდია.

2003 წლის შემოდგომაზე სწავლა განაგრძო ბლუმინგტონში, ინდიანას უნივერსიტეტში,  პროფესორების - ეველინ ბრანკარტის, მოგვიანებით კი ედუარდ აუერის ხელმძღვანელობით.

2006 წლის მარტში სანდრო ცომაიამ ინდიანაპოლისში მოიგო Indianapolis Matinee Musicale კონკურსი, რის შემდეგაც მისი მუსიკალური კარიერა სწრაფად განვითარდა.

იგი წარსდგა ჩიკაგოს კულტურულ ცენტრში კონცერტების სერიით "Myra Hess" და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის მილერის თეატრში, სადაც ლექსო თორაძის სტუდიის პიანისტებთან ერთად შეასრულა პროკოფიევის ცხრა სონატა. მისმა გამოსვლამ მაღალი შეფასება დაიმსახურა.

მაგისტრატურა სანდრომ გაიარა ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტში ეთერ ანჯაფარიძესთან. 2011-2012 წლებში კი სწავლობდა იტალიაში Scuola di Musica di Fiesole-ში ელისო ვირსალაძის ხელმძღვანელობით.

პიანისტს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. იყო ნაციონალური რადიოს პროგრამა „From the Top“-ის მონაწილე, აგრეთვე, სოლო შემსრულებელი ვაშინგტონის სმიტსონის მუზეუმში.

2022 წლის შემოდგომაზე სანდრომ დაიკავა მუსიკალური დირექტორის თანამდებობა  ჩიკაგოს წმინდა ბარნაბას ეკლესიაში, ასევე, არის ფორტეპიანოს პედაგოგი დეპოლის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ განყოფილებაში, ჯგუფური მეცადინეობის პედაგოგი რავინია ლოუნდელის სკოლაში და ფორტეპიანოს ასოცირებული ინსტრუქტორი ინდიანას უნივერსიტეტის ჯეიკობსის მუსიკალურ სკოლაში.

ამავე დროს ეწევა აქტიურ საკონცერო მოღვაწეობას, როგორც აშშ-ში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის საქართველოში.

წყარო:

1. ალექსანდრე ცომაია // „ჩვენებურები", მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი. თბილისი, 2007 წ., 19-30 დეკემბერი. თბილისი, 2007  

2. https://www.stbarnabasparish.org/apps/pages/index.jsp?uREC_ID=1146157&type=u&pREC_ID=1610225 

3. http://gtarchive.georgiatoday.ge/news/6691/Sandro-Tsomaia---Georgian-pianist-living-in-US


Share: