The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


რევაზ მაჩაბელი

რევაზ მაჩაბელი
Date of birth:26 January, 1950
Date of death:28 September, 2023  (at 73 years)
Category:Musician

Biography

რევაზ მაჩაბელი დაიბადა 1950 წლის 26 იანვარს, თბილისში. 1972 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საორკესტრო სიმებიანი მიმართულება, ვიოლონჩელო). პედაგოგი ილარიონ (ლარიკ) ჭეიშვილი; 1981 წელს - მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალური ინსტიტუტი (კვარტეტისა და კამერული ანსამბლის კლასი), ასპირანტურა.

1970-1979 წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მუსიკოსი; 1980 წლიდან საქართველოს რადიოკომიტეტის კვარტეტის წევრი (ლევან ჩხეიძე, გია ხინთიბიძე, არჩილ ხარაძე და რეზო მაჩაბელი);

1993 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთში.

1993-1996 წწ. საქტელერადიო კვარტეტი გადავიდა საფრანგეთში და იქ განაგრძო ფუნქციონირება  სახელწოდებით "სიმებიანი კვარტეტი თბილისიდან" (ახალი შემადგენლობით - I ვიოლინო გ. მელიქიშვილი ლევან ჩხეიძის ნაცვლად);

რევაზ მაჩაბელი 1996 წლიდან ეწეოდა სოლო და კამერული შემადგენლობით საკონცერტო მოღვაწეობას. ასევე, ამავე წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ჩელოს პედაგოგი ქ. ჟერარმერის (საფრანგეთი) რეგიონალურ კონსერვატორიაში.

ქართული რეპერტუარი: გ. ჯაფარიძე 6 ბაგატელი (1987, პირველი შესრულება), ე. ლომდარიძე ვიოლონჩელოს კონცერტი (1988, პირველი შესრულება), ო. თაქთაქიშვილი ვიოლონჩელოს სონატა (1988), კ. ცაბაძე სიმებიანი კვარტეტი (1988), ვ. აზარაშვილი სიმებიანი კვარტეტი N1(1988), ნ. გუდიაშვილი სიმებიანი კვარტეტი და კვინტეტი(გამოიცა დისკი), ა. შავერზაშვილი "ჩეხური კვარტეტი" და კვარტეტი ბარიტონთან ერთად (1980, პირველი შესრულება, სოლისტი ე. გეწაძე), ს. ცინცაძე კვარტეტი N11, თ. შავლოხაშვილი საფორტეპიანო ტრიო.

სხვა რეპერტუარი: ბრამსი ორმაგი კონცერტი (ლ. ჩხეიძე ვიოლინო), ბოკერინი ვიოლონჩელოს კონცერტი (თბილისის კამერულ ორკესტრთან ერთად), კვარტეტები: ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი, შუმანი, ბრამსი, ბარტოკი, პროკოფიევი, შოსტაკოვიჩი N9 კვარტეტი (1980, პირველი შესრულება თბილისში);

გასტროლები: გერმანია, დანია, იტალია; ვიოლონჩელისტი, კვარტეტისტი.

წოდებები და ჯილდოები: 1989 - საქართველოს დამსახურებული არტისტი; 1988 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია; 1987 - დიმიტრი შოსტაკოვიჩის სახელობის I საერთაშორისო სიმებიანი კვარტეტის კონკურსი, I პრემია და ოქროს მედალი (ლენინგრადი); 1980 - სიმებიანი კვარტეტის კონკურსი, II გრან-პრი (საფრანგეთი); 1979 - სიმებიანი კვარტეტის საკავშირო კონკურსი, I პრემია (მოსკოვი).

გარდაიცვალა 2023 წლის 28 სექტემბერს.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 304;

2. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფეისბუქ გვერდი: m.facebook.com 


Share: