Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ბაიარ შაჰინი![]()
Biographyბაიარ შაჰინი (გუნდარიძე) თურქეთში მოღვაწე ქართველი მომღერალია. იგი დაიბადა 1965 წელს თურქეთში, ართვინის ვილაიეთის სოფელ ჯამილიში (მაჭახელი). 13 წლის ასაკში სტამბულში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ მალე მამა გარდაეცვალა და გერმანიაში წავიდა. იქიდან დაბრუნების შემდეგ სწავლა დაიწყო სტამბულის უნივერსიტეტის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ბაიარ შაჰინი ძალზე პოპულარულია, როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში. მისი ალბომები თურქული, ლაზური და ქართული სიმღერებით არის გაჯერებული. ბაიარ შაჰინი საგანგებოდ დადის თურქეთის ქართულ სოფლებში და რუდუნებით აგროვებს ჯერ კიდევ შემორჩენილ ტრადიციულ ქართულ სიმღერებს. მას სურს ეს სიმღერები გააცნოს თურქეთს, საქართველოს და მთელ მსოფლიოს. 2002 წელს ბაიარ შაჰინმა დააარსა მუსიკალური ჯგუფი „მშვიდობის მეგობრები“. თურქეთში მომღერალს ჩაწერილი აქვს სამი ალბომი“ „მიწვევა ხორუმზე“, „ქარს“ და „ბანი“. 2005 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი საქართველოში. სტუდია "თბილისმა" გამოსცა ალბომი "ჯიველოი", რომელშიც შევიდა ისეთი პოპულარული სიმღერები, როგორებიცაა "ჯიველოი", "განდაგანა", "ელია გოგო - სამშალახო" და სხვა. ბაიარი საკუთარ რეპერტუარში იყენებს ისეთ საკრავებს, როგორებიცაა - ფანდური, ჩონგური,დუდუკი, გარმონი, სალამური, დოლი, დარჩელო, ქამანჩა, გუდასტვირი, გიტარა და ა. შ. მისი შემოქმედება კავკასიურ ანატოლიურ კულტურათა სინთეზია. ბაიარ შაჰინის მეუღლეა მიჰრიე შაჰინ კორტანიძე. მათ სამი ქალიშვილი ჰყავთ: ტყუპები - დამლა და იუდუმი, და უმცროსი - თამარა. სამივემ კონსერვატორია დაამთავრა. ქართული სიმღერები მათ მამამ შეასწავლა. დღეს სამი დის - თამარა, იუდუმ და დამლა შაჰინების მუსიკალურ შემოქმედებას ფართო აუდიტორია ტრიოს სახით იცნობს, სახელწოდებით SAMIDA (სამი და). მათ შემოქმედებას დიდ ყურადღებას უთმობს თურქული ტელემედიაც. 2006 წელს თბილისში შედგა ბაიარ შაჰინის (გუნდარიძის) შემოქმედებითი მოღვაწეობის 20 წლისადმი მიძღვნილი საღამო, რომელზეც მომღერალსა და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქის პასპორტები გადაეცა. წყარო: ბაიარ შაჰინი // „ჩვენებურები", მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი. თბილისი, 2007 წ., 19-30 დეკემბერი. თბილისი, 2007 https://www.mshoblebi.ge/article/13402-vin-arian-baiar-shahinis-ulamazesi-kalishvilebi-da-apireben-tu-ara-sakartveloshi-gatxovebas
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |