The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


როლანდ შალამბერიძე

როლანდ შალამბერიძე
Date of birth:1958  (66 years)
Category:Musician, Painter, Poet

Biography

როლანდ შალამბერიძე  დაიბადა 1958 წელს, ქალაქ  ქუთაისში.

1982 წელს მან მერაბ ამაღლობელთან ერთად ქუთაისში დააფუძნა მხატვართა და პოეტთა ნონკომფრომისტული შემოქმედებითი კლუბი „თეთრი ფრთები“ .

1988 წელს ის  საცხოვრებლად გადავიდა სანკტ-პეტერბურგში, სადაც დღესაც მოღვაწეობს, როგორც აბსტრაქციონისტი, კონცეპტუალისტი, პერფორმანსებისა და ვიდეოარტის ოსტატი.

1996-2001 წლებში როლანდ შალამბერიძე ცხოვრობდა  გერმანიაში, შემდეგ ნიუ-იორკში.

2002 წელს დაბრუნდა პეტერბურგში. 

ხელოვანის მოღვაწეობა ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით: სახვითი ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურა… მუშაობს შერეული ტექნიკით და სხვადასხვა მასალით. მის ნამუშევრებში გაერთიანებულია - ფერწერა, ფოტოგრაფია, კოლაჟი... იგი არ ჯერდება უკვე მიღწეულს და მუდმივად წინ მიიწევს.

2001 წელს მხატვარმა შექმნა ბენდი, სახელწოდებით „WHITE OUT”. ამ პროექტში ჩართულნი იყვნენ ცნობილი სანქტ-პეტერბურგელი მუსიკოსები. 

როლანდ შალამბერიძე არის დამფუძნებელი მიმდინარეობისა “UPPERGROUND”, რომელიც  “UNDERGROUND“-ის საპირწონეა.

ამჟამად მუშაობს სანკტ-პეტერბურგში არტ-ცენტრ „პუშკინსკაია 10“ -სა და თბილისის პირად სტუდიაში.

როლანდ შალამბერიძე მუდმივად მონაწილეობს გამოფენებში, როგორც სამშობლოში, ასევე საზღვარგარეთ. მისი ნამუშევრები იფინება მსოფლიოს სხვადასხვა გალერეაში - რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიაში,  ავსტრიაში, ფინეთში, დანიაში, მაროკოში...

წარმატებულია ხელოვანის მუსიკალური გამოსვლებიც.

2017 წელს ჩატარდა მხატვრის  პირველი პერსონალური გამოფენა თბილისში, „თიბისი გალერეაში“, სადაც მან ბოლო სამი წლის განმავლობაში შექმნილი ტილოები წარმოადგინა.

2022 წელს გაიმართა როლანდ შალამბერიძის უკვე მეორე პერსონალური გამოფენა “UPPERGROUND” . მხატვარმა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ საკუთარი ფერწერული ნამუშევრები დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფინა. ექსპოზიციაში გაერთიანებული იყო  სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნახატები. გამოფენის გახსნა არტისტის ექსპერიმენტალური სიმებიანი კვარტეტის „WHITE OUT”-ის მუსიკალური პერფორმანსით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც იგი თავად ქმნის.  

როლანდ შალამბერიძის ნამუშევრები დაცულია: სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში, ოკლაჰომას (აშშ) თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მიუნხენის (გერმანია) გალერეა „დაგმარში“, რატერსის უნივერსიტეტის მუზეუმ „ციმერლიში“ (ნიუ-ჯერსი, აშშ), ნორტონ დოდჟის კოლექციაში (აშშ) ..., ასევე, კერძო კოლექციებში.

წყარო:

1. https://art.gov.ge/ge/portfolio /შალამბერიძე-როლანდ/

2. https://ru.wikipedia.org/wiki/Шаламберидзе,_Роланд_Нодарович

 


Share: