The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ზურაბ არაბიძე

ზურაბ არაბიძე
Date of birth:1980  (44 years)
Category:Painter, Photographer

Biography

ზურაბ (ზურა) არაბიძე დაიბადა 1980 წელს, ქ. თბილისში. ხატვა 6 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო ფოტოგრაფიით 21 წლის ასაკში დაინტერესდა.

 

1997- 2002 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე. მიენიჭა მაგისტრის ხარისხი არქიტექტურასა და დიზაინში. 

2005 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს მოსკოვში.

ზურაბ არაბიძის შემოქმედება ძირითადად კონცეპტუალურ ხელოვნებას, ფოტოგრაფიას და ვიზუალურ ინსტალაციას მოიცავს.

მისი პირველი სოლო  გამოფენა „პირადი პარადიგმები“ გაიმართა 2009 წელს, მოსკოვში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრ "WINZAVOD"-ში.

ის იყო პირველი ქართველი ხელოვანი, რომლის გამოფენა მოსკოვში ჩატარდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

ზურაბ არაბიძის მსოფლმხედველობა მინიმალიზმის პრინციპებს ეყრდნობა. მის ნამუშევრებში დომინირებს მკვეთრი გეომეტრიული ფიგურები და ნეიტრალური ფერები, ნიშნებისა და მეტაფორების გარეშე.

ავტორის რჩეული გამოფენებიდან აღსანიშნავია ექსპოზიციები „გარინდული თანამედროვეობის მასობრივი ჰალუცინაცია“, „პირადი პარადიგმები“, „Silentium“-ი, „ფანჯარა ქალაქში“, „პარალელური კავშირები“ და სხვ.

2016 წელს ზურა არაბიძის ნამუშევარი გაიყიდა CHRISTIES-ის თანამედროვე ხელოვნების აუქციონზე მოსკოვში (რუსეთი).

2017 წლის ნოემბერში ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდა თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა “Art Riga Fair 2017”, რომელშიც ზურაბ არაბიძეც მონაწილეობდა.

მისი ნამუშევარი წარდგენილი იყო, ასევე,საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობაზე "ფოტო ბაზელი" (12.06.2017).

2018 წლის ოქტომბერში, თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა ზურაბ არაბიძის მულტიმედიური გამოფენა „Versus“-ი. არტისტის პროექტი დამთვალიერებელს სთავაზობს ეგზისტენციალური ფილოსოფიის ველს, სადაც ის ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა სამყაროს ინდივიდუალური განცდა, თავისუფლება და არჩევანის შესაძლებლობა. როგორც მუზეუმში აღნიშნავენ, ფოტოხელოვანის მულტიმედიური ინტერაქტიური ინსტალაცია რთული პირადი და საზოგადოებრივი ურთიერთობების ვიზუალიზაციას წარმოადგენს.

2021 წელს, Piguet-ის აუქციონის სახლში RuArts Gallery-ში წარმოდგენილი იყო ზურა არაბიძის წარსულში შესრულებული ნამუშევრები. მათ შორის: "სივრცე დამკვირვებლის ჩამოსვლის დროს".

2022 წელს მხატვრის ნამუშევრები, კვლავ, გამოიფინა „არტ ფოტო ბაზელზე“.

ზურა არაბიძის გამოფენები არაერთხელ მოეწყო როგორც თბილისში (საქართველო), ასევე, მის ფარგლებს გარეთ: ჟენევა (შვეიცარია), პარიზი (საფრანგეთი), ტალინი (ესტონეთი), ვილნიუსი (ლიტვა), სტამბოლი (თურქეთი), მოსკოვი (რუსეთი), ბაქო (აზერბაიჯანი).

წყარო:

1. https://atinati.com/artists/6236e97db7377e00381ba46f

2. https://www.mutualart.com/Artist/Arabidze-Zura/FA9608EB92F0F87D

3. https://sputnik-georgia.com/20181031/The-Moscow-photographer-will-host-an-unusual-exhibition-242758730.html

4. ვეკუა, ია. ზურა არაბიძის პორტრეტები : ფოტოპროექტი: "პირადი პარადიგმა" / ია ვეკუა // ამარტა. - თბილისი, 2012. - ზამთარი. - N043. - გვ.162-174

5. სულამანიძე, თამარ. ზურა არაბიძე 1980 // ქართული ფოტოგრაფია, 1955-2012 / თამარ სულამანიძე; იური მეჩითოვი. - თბილისი, 2013. - გვ. 654-655. 


Share: