The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ია ჩიკვაიძე

ია ჩიკვაიძე
Date of birth:196?
Category:Educator

Biography

პროფესიით ინჟინერ-ქიმიკოსმა, ამჟამად კი არტთერაპევტმა, ია ჩიკვაიძემ მასწავლებლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მანამდე კი პედაგოგობისკენ მიმავალი გრძელი და რთული გზა გაიარა. 

დამთავრებული აქვს თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ელექტროქიმიის განხრით (1979-1984);

2000-იანი წლების დასაწყისში ოჯახური პირობების გამო  გერმანიაში გაემგზავრა.

ახალ ქვეყანაში ჩასვლიდან ცოტა ხანში ბონის ხელოვნების ინსტიტუტის შესახებ შეიტყო და, ვინაიდან ყოველთვის უყვარდა ცეკვა, ხატვა, პოეზია, თეატრი, გადაწყვიტა ხელოვნების თერაპია შეესწავლა.

2004 - 2008 წლებში სწავლობდა ალანუსის უმაღლეს სასწავლებელში (ბონი), ევრითმიის  სპეციალობით.

სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა თეატრალურ დადგმებზე, ფოტოპროექტებზე, მხატვრებთან და ა.შ.; ასევე, ჰქონდა პრაქტიკები სკოლებში, ურთიერთობდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაიარა გერმანელი სპეციალისტების მიერ ვალდორფის სკოლაში ჩატარებული კურსები, რომლის დასრულებისას გერმანულმა მხარემ სრული დაფინანსებით პედაგოგის კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანიაში წასვლა შესთავაზა.

2010 – 2011 წწ. -  შტუტგარტის თავისუფალი უმაღლესი სასწავლებელი, მაგისტრის პედაგოგიკის განხრით: დამრიგებელი დაწყებითი კლასებისათვის და რუსული ენის სპეციალისტი ვალდორფის  სკოლებში (1-12 კლასებისათვის);

გერმანულ ენაზე დაწერილ სამაგისტრო ნაშრომში ია ჩიკვაიძემ აღწერა სწავლების თავისი მეთოდიკა, რომელიც უცხო ენის მოძრაობითა და მუსიკით შესწავლას ეფუძნება.  

ბონსა და შტუდგარტში მიღებულმა განათლებამ, შემდეგ კი ვალდორფის სკოლაში გავლილმა პრაქტიკამ, სადაც დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო და, ასევე, ასწავლიდა ხატვას, ფორმების ხატვასა და რუსულს, მას დიდი გამოცდილება მისცა და საკუთარი მეთოდის დახვეწა  შეძლო.

2013 წ. - მაკლეინის ასოსიაცია ბავშვებისათვის, ინკლუზიური განათლება ბავშვებისათვის;

2019 წ. - საქართველოსა და ლონდონის ნლპ სკოლა, პრაქტიკოსი და ქოუჩი ნლპ სპეციალისტის სასწავლო კურსი;

2019 წ. - დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრი, თბილისი, ბავშვის ფსიქოლოგიის კურსი;

2020 წ. - ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლი „დენდრონი“, არტთერაპიის პრაქტიკული კურსი;

წყარო:
1. https://ilc-georgia.org/dt_team/ia-chikvaidze/ 

2. ჩიკვაიძე ია. სწავლა ჟესტებით, მოძრაობით, ემოციებით: ინტერვიუ /ესაუბრა ია ვეკუა // მასწავლებელი: პროფესიული ჟურნალი. თბილისი. 2015. სპეციალური ნომერი. გვ.7-10. https://mastsavlebeli.ge/?p=2683


Share: