შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
დავით ალადაშვილი![]()
ბიოგრაფიაპიანისტი და ტელეწამყვანი დავით (დათუნა) ალადაშვილი დაიბადა 1990 წლის 13 აპრილს, თბილისში. მუსიკა მის ცხოვრებაში, სხვა პიანისტებთან შედარებით, ცოტა გვიან მოვიდა. უკვე 11 წლის იყო როცა ფორტეპიანოზე დაკვრის შესასწავლად მიიყვანეს პედაგოგ ლეილა მუმლაძესთან. 15 წლის ასაკში მიიღეს თბილისის სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში. 2007 წელს გადავიდა ნიუ-იორკში და შევიდა ჯულიარდის სკოლაში მუსიკის მოსამზადებელ განყოფილებაზე, სადაც მას ასწავლიდა ვიქტორ მუშკატკოლი, ხოლო მისი ბოლო პედაგოგები ჯულიარდის სკოლაში იყვნენ ჯერომ ლოვენტალი და მატი რაეკალიო. 2005 წელს მიიღო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია ხოლო ჯულიარდის სკოლაში - სიუზენ პოუზის სტიპენდია; მასტერ-კლასებს იღებდა ცნობილი მუსიკოსებისაგან, მათ შორისაა: კარლ-ჰაინც კემერლინგი, დიმიტრი ბაშკიროვი, ანტონ ნელი, რიჩარდ გუდი, ალექსანდრე ბოდურანსკი, იოჰევედ კაპლისკი, ალექსანდრე კორსანტია და სხვა. ჯულიარდის სკოლა დაამთავრა 2012 წელს, ბაკალავრის დიპლომით. დათუნა ალადაშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში და არაერთხელ გამხდარა ლაურეატი. მათ შორისაა: ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი თბილისში (2001), ვლადიმერ სპივაკოვის საერთაშორისო ფესტივალი მოსკოვში (2005) და რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო ფორტეპიანოს კონკურსი პარიზში (გრან-პრი, 2006). 2008-2009 წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული ვლადიმერ ნილსენის საფორტეპიანო ფესტივალში, სეგ-ჰარბორში (ნიუ-იორკის შტატი); 2010 წლის თებერვალში მას ჰქონდა სადებიუტო სოლო კონცერტი კარნეგი-ჰოლში; 2010 წლის ნოემბერში მონაწილეობა მიიღო რობერტ შუმანის გარდაცვალებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ფესტივალ "White Light Festival"-ში, ნიუ-იორკში, ლინკოლნ ცენტრში; დავით ალადაშვილი დიდ ყურადღებას უთმობს თანამედროვე ნაწარმოებების შესრულებას. 2011 წლის იანვარში მონაწილეობდა ფესტივალ Focus!-ში (სამხატვრო ხელმძღვანელი ჯოელ საქსი), სადაც პირველად შეასრულა პოლონელი კომპოზიტორების - ტადეუშა ბელიცკოგოს, გრაჟინი ბაცევიჩის და იოანი ბრუზდოვიჩის ნაწარმოებები; 2011 წლის მარტში მისი კონცერტები გაიმართა ჰიუსტონში და თბილისში; 2012 წელს სწავლის გასაგრძელებლად (მაგისტრატურა) დაბრუნდა ჯულიარდის სკოლაში; პიანისტს სოლო კონცერტები ჩატარებული აქვს: საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვ.; "ემოციური ვირტუოზი, დაბადებული სცენისთვის", - ასე უწოდებენ მას პრესაში; 2011/2013 წლებში მონაწილეობა მიიღო ზალცბურგის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში; 2012-2013 წწ. სეზონზე მან მოამზადა ქართული მუსიკის პროგრამა კონცერტისთვის, სადაც მონაწილეობდნენ ჯულიარდის სკოლის სტუდენტები, 25-მა უცხოელმა სტუდენტმა უსასყიდლოდ შეასრულა ყანჩელი, ლაღიძე, კვერნაძე, მაჭავარიანი… ნიუ-იორკში ცხოვრების პერიოდში დათუნა ალადაშვილი საქართველოს საკონსულოს კულტურის ატაშე იყო. მუსიკოსი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს მუსიკალურ ცხოვრებაში ამერიკაში სწავლის პერიოდშიც. ყოველი ჩამოსვლის დროს მართავდა სოლო კონცერტებს, ატარებდა მასტერ-კლასებს; დააარსა საქველმოქმედო ფონდი "ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის", რომელიც დამწყებ ხელოვანებს სცენაზე დადგომაში ეხმარება; 2013 წლის სექტემბერში სტუდია LP Classics-ში ჩაწერა სადებიუტო ალბომი Opus 13, რომელშიც შევიდა სკრაბინის და შუმანის 13 ნაწარმოები და, ასევე, საგანგებოდ მისთვის დაწერილი ახალგაზრდა კომპოზიტორების 13 ნაწარმოები; 2014 წელს მონაწილეობა მიიღო სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ "თეთრ ღამეებში"; ამავე წელს დაიწყო აქტიური თანამშრომლობა საოპერო მომღერალ ანიტა რაჭველიშვილთან. მათ არაერთ დიდ სცენაზე უმუშავიათ ერთად. 2017 წელს, ნიუ-იორკში 11 წლიანი ცხოვრების შემდეგ პიანისტი საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში. 2018 წლის ზაფხულში, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, ახალი პროექტის ფარგლებში დავით ალადაშვილმა, კომპანიამ „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ და “მაგთიმ“ მოაწყვეს მუსიკალური ტურნე, სახელწოდებით "პიანინო". ორი კვირის განმავლობაში, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი, მუსიკოსმა მთელ საქართველოში იმოგზაურა და 50-მდე კონცერტი ჩაატარა. ამჟამად დავით ალადაშვილი წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე. ნატალია ქუთათელაძესთან ერთად უძღვება გადაცემას „ნატალია და დათუნა“. არის საბავშვო მუსიკალური პროექტის „რანინას“ წამყვანი და სხვ.; 2018 წელს ჰქონდა ტურნე - სტრასბურგი-კორეა-პარიზი. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_ალადაშვილი ალადაშვილი დათუნა: ინტერვიუ //სითი, თბილისი, 2018. ნოემბერი. N7 (82). გვ. 40-41.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |