The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ბაბა ჰასან ფაშა დეი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:1798
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

1791-1798 წლებში ალჟირის ქართველი მმართველის, სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწის ბაბა ჰასან ფაშა-დეის დაბადების თარიღი უცნობია. წარმოშობით ახალციხიდან იყო. ახალგაზრდობაში ალჟირში მოხვდა და თურქული გარნიზონის - იენიჩერთა რიგებში ჩაეწერა. მან მუჰამედ ბენ უსამა დეის მმართველობის პერიოდში შეისწავლა საზღვაო საქმე. 1770-იან წლებში ხელმძღვანელობდა ალჟირის ფლოტილიას რუსეთ-თურქეთის საზღვაო ბრძოლებში. 1775 წელს ჰასანი დაატყვევეს ესპანელებმა და მისი ალჟირში დაბრუნება საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის ჩარევის შედეგად მოხდა.

ჰასანს ჯერ „ვექილჰარიჯის“ - საზღვაო და შემოსავლების მინისტრის, შემდეგ კი „ჰაზნაჯის“ - პრემიერ-მინისტრის თანამდებობები ეკავა. ალჟირის მმართველის გარდაცვალების შემდეგ 1791 წლის 13 ივლისს, იანიჩართა მოთხოვნით ქვეყნის მმართველად აირჩიეს.

ახალმა მმართველმა ალჟირს შემოუერთა ესპანელების მიერ ოკუპირებული ორანიის პროვინცია და საფაშოში განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები. აწარმოებდა მოლაპარაკებებს იმ დროინდელ ევროპისა და ამერიკის მმართველებთან. შემონახულია მისი მიმოწერა აშშ-ს პირველ პრეზიდენტთან ჯორჯ ვაშინგტონთან. ვაშინგტონმა მას საჩუქრად გამოუგზავნა ამერიკაში დამზადებული ხომალდი სახელად „ჰასან ფაშა“. ჰასანი შუამდგომლობდა ამერიკელ დიპლომატებს ტუნისსა და ლიბიის საფაშოებთან  ურთიერთობისას.

1794 წელს ჰასან ფაშა-დეიმ ააგო ამჟამად ალჟირის სიმბოლოდ აღიარებული, ქეჩაუას მეჩეთი ქალაქ ალჟირში.

გარდაიცვალა 1798 წლის 15 მაისს ალჟირში.

წყარო:

ბაბა ჰასან ფაშა-დეი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.29. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.


გააზიარე: