შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ლევან გაბრიაძე![]()
ბიოგრაფიარუსეთში მოღვაწე მსახიობი და კინორეჟისორი ლევან (ლეო) გაბრიაძე დაიბადა 1969 წლის 16 ნოემბერს, თბილისში. მამა - პროზაიკოსი, თბილისის მარიონეტების თეატრის დამფუძნებელი, რეზო გაბრიაძე (1936-2021). დედა - მუსიკოსი ელენე ჯაფარიძე. 12 წლიდან რევაზ გაბრიაძის სტუდიაში დაიწყო მუშაობა ასისტენტად და მსახიობად; 17 წლის ასაკში მიიწვიეს სათამაშოდ ფილოსოფიურ-სატირულ კომედიაში "ქინ-ძა-ძა"; სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სასცენარო ფაკულტეტზე; მსახურობდა საბჭოთა არმიაში; 1990 წელს ჩააბარა კალიფორნიის უნივერსიტეტში დიზაინისა და ანიმაციის ფაკულტეტზე, ქალაქ ლოს-ანჯელესში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გახსნა დიზაინ-სტუდია "Digital Gypsies". რამდენიმე წელი მუშაობდა გრაფიკული დიზაინისა და ანიმაციური გრაფიკის შექმნაზე; 2000 წელს საცხოვრებლად ქალაქ მოსკოვში გადავიდა, სადაც გახდა კინოკომპანიის „Bazelevs“-ის არტ-დირექტორი. 2007 წელს გახსნა საკუთარი დიზაინ-სტუდია "Bold"; როგორც კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტმა, მან თავისი შემოქმედებითი წვლილი შეიტანა ტ. ბეკმამბეტოვის ფილმებში „დღის გუშაგი” და „ღამის გუშაგი”. 2010 წელს გადაიღო თავის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი "ვიკრუტასები"(“Lucky Trouble”), რეზო გაბრიაძის სცენარითა და ტიმურ ბეკმამბეტოვის პროდიუსერობით. ფილმმა მოიპოვა მაყურებლის ჯილდო "ოქროს ტაიგა" ფესტივალზე "Spirit of Fire" ხანტი-მანსიისკში 2011 წლის თებერვალში; მისი მეორე ფილმია ამერიკელებთან ერთად გადაღებული ლეპტოპ-ტრილერი „Unfriended“ ("მეგობრებიდან ამოშლა", 2014 წელი). პროდიუსერი კვლავ ტიმურ ბეკმამბეტოვი; ამერიკულ კინოგაქირავებაში ჩაშვებიდან პირველ კვირაში ფილმმა საკუთარ ბიუჯეტზე 25-ჯერ მეტი შემოსავალი ნახა, 16 მილიონი დოლარი შემოიტანა და გაქირავებაში მესამე ადგილი დაიკავა. "ტექნიკური თვალსაზრისით, ეს რევოლუციური ფილმია", - ნათქვამია ჟურნალ The Verge-ს რეცენზიაში. ლევან გაბრიაძე გადაღებულია ფილმებში: "ძნელი დასაწყისი" (1981, რეჟ. თენგიზ მაღალაშვილი); "ქინ-ძა-ძა!" (1986, "Кин-дза-дза!", რეჟ. გიორგი დანელია); "პასპორტი" (1990, "Паспорт", რეჟ. გიორგი დანელია); „არჩევანი, არადანი“ (1995, „Орёл и решка“, რეჟ. გიორგი დანელია) და 2011 წელს - „ვიკრუტასებში“. სარეჟისორო ნამუშევრები: "ვიკრუტასები" (2011, "Выкрутасы"); "ნაძვის ხეები 2" (2011, "Ёлки 2"); "ნაძვის ხეები 3" (2013, "Ёлки 3"). 2017 წელს ლეო გაბრიაძემ დაასრულა რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილ ანიმაციურ ფილმზე მუშაობა, სახელწოდებით „ჰარი-ჰარალე, დედაო!“, ფილმი გამოვიდა 2018 წლის მაისში. პროდიუსირება თემურ ბექმამბეტოვის სტუდია Bazelevs-ს ეკუთვნის. ანიმაციურ ფილმს ინგლისურ ენაზე “REZO” ჰქვია და სწორედ ამ სახელით მოხვდა ის 2019 წელს საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმების კატეგორიაში „ოსკარის“ ნომინანტებს შორის, ე. წ. ლონგ-ლისტში. ამავე წელს ფილმმა მიიღო პრემია "ნიკა" (რუსული სახელწოდება "Знаешь, мама, где я был?", სტუდია: ООО «ТаББак»"), საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის. 2021 წელს ლეო გაბრიაძემ თბილისის მარიონეტების თეატრში დადგა „ალფრედი და ვიოლეტას“ ახალი ვერსია. თავის დროზე სწორედ ამ სპექტაკლით დაიწყო რეზო გაბრიაძის თეატრის ისტორია. მის განახლებაზე გაბრიაძე წლების განმავლობაში მუშაობდა, მამის გარდაცვალების შემდეგ კი ახალ დადგმაზე მუშაობა შვილმა დაასრულა. 1981 წლისგან განსხვავებით, სპექტაკლში არაერთი ცვლილებაა არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ შინაარსობრივადაც. პიესის განახლების პარალელურად დაემატა ახალი გმირები და გარემოებები, შეიქმნა პერსონაჟებისა და დეკორაციების ახალი ესკიზები. ლეო გაბრიაძეს გადაღებული აქვს მრავალი მუსიკალური და სარეკლამო კლიპი. რეჟისორის მეუღლეა - ვერონიკა გაბრიაძე, კინორეჟისორი და პროდიუსერი. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ლევან_გაბრიაძე https://ru.wikipedia.org/wiki/Габриадзе,_Леван_Ревазович გაბრიაძე ლევან. ვიკრუტასები: ინტერვიუ / ესაუბრა გიორგი კალატოზიშვილი // ტაბულა. თბილისი, 2011. 31 იანვარი-6 თებერვალი. N41. გვ. 62-63 გაბრიაძე ლეო. გაბრიაძეების უწყვეტი სიზმრის საიდუმლო: ინტერვიუ/ ესაუბრა ლევან გელაშვილი // Film print = ფილმ-პრინტი: ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფიაზე. თბილისი, 2018. გვ. 108
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |