შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გიორგი გიორგის ძე გოცირიძე![]()
ბიოგრაფიაგიორგი გიორგის ძე გოცირიძე დაიბადა 1910 წლის 14 ნოემბერს, ქ. თბილისში. 1934 წელს დაამთავრა თბილისის საინჟინრო–სამშენებლო ინსტიტუტი; 1938 წელს - მოსკოვის კომუნალური მეურნეობის აკადემია; მუშაობდა მშენებელ-არქიტექტორად და ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას ქ. მოსკოვში; 1941 წლის ივლისში გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში და სასწავლებლად გაგზავნეს ვ. კუიბიშევის სახელობის სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში, რომლის დაჩქარებული კურსი დაამთავრა 1942 წლის სექტემბერში; მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა სტალინგრადთან, მდ. დონთან. მეთაურობდა 62-ე საინჟინრო ბატალიონს ვორონეჟის ფრონტზე. მდინარე დნეპრის გადალახვის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირი წოდება (1943, 23 ოქტომბერი ); 1945 წელს თადარიგში გავიდა გვარდიის პოდპოლკოვნიკის წოდებით; ომის შემდეგ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. 1968 წლიდან იყო მოსკოვის ოლქის მთავარი არქიტექტორი; გიორგი გოცირიძის ნამუშევართაგან აღსანიშნავია: ცენტრალური აეროჰიდროდინამიკის ინსტიტუტის კომპლექსი, აკად. ა. ტუპოლევის ექსპერიმენტული ბაზა (1951, 1953), მოსკოვის ოლქის რაიონული დაგეგმარების პროექტი (1973), მოსკოვის საგარეუბნო ზონის დაგეგმარების პროექტი (1976) და სხვ.; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება (ორგზის: 1950 და 1951 წწ.), საბრძოლო ორდენები და მედლები; გარდაიცვალა 1977 წლის 1 მაისს, მოსკოვში. დაკრძალულია ტროეკუროვის სასაფლაოზე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბილისი, 2012. – გვ.129 https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_გოცირიძე_(არქიტექტორი)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |