The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნუკრი მაღალაშვილი

ნუკრი მაღალაშვილი
Other name:ნუგზარ
Date of birth:17 September, 1953
Date of death:26 January, 2018  (at 64 years)
Category:Dancer

Biography

მოცეკვავე და ბალეტმაისტერი ნუკრი (ნუგზარ) მაღალაშვილი დაიბადა 1953 წლის 17 სექტემბერს, თბილისში, ბალეტის მსახიობების სოფიო  და რევაზ მაღალაშვილების ოჯახში.  

1968 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, 1973 წელს - მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, ხოლო, 1988 წელს - ლენინგრადის კონსერვატორიის საბალეტმაისტერო ფაკულტეტი. პედაგ.:ი. ბელსკი, ნ. დოლგუშინი (საბალეტო რეჟისურა);

წლების განმავლობაში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი, შემდეგ კი ქორეოგრაფი და პედაგოგი; პარალელურად, მუშაობდა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში;

1973-1989 წწ. - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი, ასევე, პედაგოგ-რეპეტიტორი. მოწაფეები: ლ. ხოზაშვილი და სხვ.;

1983 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება;

1989-1996 წწ. - თურქეთის ქ. ანკარაში, ხაჯიბებეს უნივერსიტეტის პედაგოგი (კლასიკური ქორეოგრაფია), 1

1996-2004 წწ. -  თურქეთის ქ. მერსინის ახალგახსნილი ოპერისა და ბელატის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი;

ქართული რეპერტუარი: გორდა (დ. თორაძე "გორდა"), მეტოქე (ს. ცინცაძე "დალი და მონადირე"), ყმაწვილი (ვ. კახიძე "ამორძალები");

 სხვა რეპერტუარი: კოლენი (ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"), სოლორი, ბაზილი (მინკუსი "ბაიადერა", "დონ კიხოტი"), სპორტინგლაიფი, პორგი (გერშვინი-ოძელი "პორგი და ბესი", მ. ლავროვსკის ქორეოგრაფია), მერკუციო (პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა"), ოტელო (პერსელი "მავრის პავანა"), ტორერო (ბიზე-შჩედრინი "კარმენ-სიუიტა"), ალბერტი (ადანი "ჟიზელი"), ფრონდოზო (კრეინი "ლაურენსია"), შახრიარი (ამიროვი "ათასერთი ღამე");

საბალეტო დადგმები: კრეინი "ლაურენსია"2007, აღდგენა); თურქეთის ქ. მერსინის საბალეტო სცენაზე: "არლეკინიადა", "კორსარი", "პარიზის ალი", "მძინარე მზეთუნახავი", "პორგი და ბესი", "ათასერთი ღამე", ჩაიკოვსკი "რომეო და ჯულიეტა", ბიზე "კარმენ–სიუიტა"; ქ. იზმირში: ადანი "ჟიზელი" (1999);  ქ. ანკარას სცენაზე: მენდელსონი "ზაფხულის ღამის სიზმარი", ბიზე "კარმენ–სიუიტა" (2000);

დადგმული აქვს ცეკვები თბილისის მუსკომედიის თეატრში ( გიორგი ცაბაძის მუსიკა); ასევე, საოპერო სპექტაკლებში: ვერდი "ბალ-მასკარადი", სტრავინსკი "ჯარის კაცის ისტორია"; თურქეთის ქ. მერსინის საოპერო სპექტაკლში: ვერდი "ტრავიატა", მაკედონიის ქ. სკოპლეში: გერშვინი "პორგი და ბესი"(2000);

გასტროლებით შემოიარა: ნორვეგია, დანია, ფინეთი, შვედეთი, იტალია, საქართველო (თურქეთის ქ. მერსინის საბალეტო დასთან ერთად);

მეუღლე - ბალერინა მედეა ნემსიწვერიძე.

ნუკრი მაღალაშვილი გარდაიცვალა 2018 წლის 26 იანვარს.

წყარო:

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 302


Share: