შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ნუკრი მაღალაშვილი![]()
ბიოგრაფიამოცეკვავე და ბალეტმაისტერი ნუკრი (ნუგზარ) მაღალაშვილი დაიბადა 1953 წლის 17 სექტემბერს, თბილისში, ბალეტის მსახიობების სოფიო და რევაზ მაღალაშვილების ოჯახში. 1968 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, 1973 წელს - მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, ხოლო, 1988 წელს - ლენინგრადის კონსერვატორიის საბალეტმაისტერო ფაკულტეტი. პედაგ.:ი. ბელსკი, ნ. დოლგუშინი (საბალეტო რეჟისურა); წლების განმავლობაში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი, შემდეგ კი ქორეოგრაფი და პედაგოგი; პარალელურად, მუშაობდა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში; 1973-1989 წწ. - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი, ასევე, პედაგოგ-რეპეტიტორი. მოწაფეები: ლ. ხოზაშვილი და სხვ.; 1983 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება; 1989-1996 წწ. - თურქეთის ქ. ანკარაში, ხაჯიბებეს უნივერსიტეტის პედაგოგი (კლასიკური ქორეოგრაფია), 1 1996-2004 წწ. - თურქეთის ქ. მერსინის ახალგახსნილი ოპერისა და ბელატის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი; ქართული რეპერტუარი: გორდა (დ. თორაძე "გორდა"), მეტოქე (ს. ცინცაძე "დალი და მონადირე"), ყმაწვილი (ვ. კახიძე "ამორძალები"); სხვა რეპერტუარი: კოლენი (ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"), სოლორი, ბაზილი (მინკუსი "ბაიადერა", "დონ კიხოტი"), სპორტინგლაიფი, პორგი (გერშვინი-ოძელი "პორგი და ბესი", მ. ლავროვსკის ქორეოგრაფია), მერკუციო (პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა"), ოტელო (პერსელი "მავრის პავანა"), ტორერო (ბიზე-შჩედრინი "კარმენ-სიუიტა"), ალბერტი (ადანი "ჟიზელი"), ფრონდოზო (კრეინი "ლაურენსია"), შახრიარი (ამიროვი "ათასერთი ღამე"); საბალეტო დადგმები: კრეინი "ლაურენსია"2007, აღდგენა); თურქეთის ქ. მერსინის საბალეტო სცენაზე: "არლეკინიადა", "კორსარი", "პარიზის ალი", "მძინარე მზეთუნახავი", "პორგი და ბესი", "ათასერთი ღამე", ჩაიკოვსკი "რომეო და ჯულიეტა", ბიზე "კარმენ–სიუიტა"; ქ. იზმირში: ადანი "ჟიზელი" (1999); ქ. ანკარას სცენაზე: მენდელსონი "ზაფხულის ღამის სიზმარი", ბიზე "კარმენ–სიუიტა" (2000); დადგმული აქვს ცეკვები თბილისის მუსკომედიის თეატრში ( გიორგი ცაბაძის მუსიკა); ასევე, საოპერო სპექტაკლებში: ვერდი "ბალ-მასკარადი", სტრავინსკი "ჯარის კაცის ისტორია"; თურქეთის ქ. მერსინის საოპერო სპექტაკლში: ვერდი "ტრავიატა", მაკედონიის ქ. სკოპლეში: გერშვინი "პორგი და ბესი"(2000); გასტროლებით შემოიარა: ნორვეგია, დანია, ფინეთი, შვედეთი, იტალია, საქართველო (თურქეთის ქ. მერსინის საბალეტო დასთან ერთად); მეუღლე - ბალერინა მედეა ნემსიწვერიძე. ნუკრი მაღალაშვილი გარდაიცვალა 2018 წლის 26 იანვარს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 302
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |