შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
მედეა ნემსიწვერიძე![]()
ბიოგრაფიაბალერინა და პედაგოგ-რეპეტიტორი მედეა ელგუჯას ასული ნემსიწვერიძე დაიბადა 1952 წლის 14 ივლისს, ქ. თბილისში. 1961-1970 წლებში სწავლობდა ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (პედ.: თ. ვიხოდცევა). 1970 წლიდან გახდა ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. შესრულებული აქვს საბალეტო პარტიები: ზოია რუხაძე („მშვიდობისათვის“), ქალიშვილი („ბერიკაობა“), ქუჩის მოცეკვავე („დონ-კიხოტი“), ჯავარა („გორდა“), ჰამზათი (“ბაიადერა“), კარმენი („კარმენ-სუიტა“) და სხვ.; თეატრის საბალეტო დასთან ერთად იმყოფებოდა გასტროლებზე რუსეთში, იაპონიასა და ფინეთში; პარალელურად, მონაწილეობდა როგორც ასისტენტ-რეპეტიტორი მისი მეუღლის, ნუკრი მაღალაშვილის დადგმებში - საბალეტო სცენები თბილისის მუსკომედიის თატრისა და ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლებში, აგრეთვე კონსერვატორიაში; 1989 წელს ნუკრი მაღალაშვილთან ერთად მოწვევით გაემგზავრა თურქეთში სამუშაოდ. 1989-1996 წწ. იყო თურქეთის ქ. ანკარაში, ხაჯიბებეს უნივერსიტეტის საბალეტო განყოფილებაზე კლასიკური და სახასიათო ცეკვის პედაგოგი. ამავე დროს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დადგა ნაწყვეტები ბალეტებიდან: „კორსარი“,“პარიზის ალი“, „მძინარე მზეთუნახავი“, „რაიმონდა“ და სხვ.; 1996-2004 წწ. მუშაობდა თურქეთის ქ. მერსინის ახალგახსნილი ოპერისა და ბალეტის თეატრში წამყვან პედაგოგ-რეპეტიტორად და ასისტენტად; მერსინის საბალეტო დასთან ერთად გასტროლებით შემოიარა: ბალტიისპირეთის ქვეყნები - ნორვეგია, დანია, ფინეთი, შვედეთი, იტალია, საქართველო; მეუღლესთან ერთად მონაწილეობდა „ჟიზელისა“ და „რომეო და ჯულიეტას“ დადგმაში თურქეთის ქ. იზმირში (1999), „პორგი და ბესის“ დადგმაში ქ. სკოპიეში (2000, მაკედონია) და სხვ.; 2005 წლიდან მედეა ნემსიწვერიძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პედაგოგ-რეპეტიტორია. პარალელურად, მუშაობს პედაგოგად ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 2008 წელს კვლავ მიიწვიეს თურქეთში, მერსინის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვან პედაგოგად. წყარო: ნადარეიშვილი, ლეილა. ნემსიწვერიძე მედეა ელგუჯას ასული // ქართული ბალეტი / ლ. ნადარეიშვილი. - თბილისი, 2010. - გვ.135.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |