The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნათელა არობელიძე

ნათელა არობელიძე
Date of birth:3 April, 1946  (79 years)
Category:Dancer

Biography

ნათელა შალვას ასული არობელიძე დაიბადა 1946 წლის 3 აპრილს, ქ. ქუთაისში.

1956-1964 წლებში სწავლობდა ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. პედ.: ს. ვეკუა, ვ. ჭაბუკიანი;

1965-1988 წლებში იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წამყვანი ბალერინა. შესრულებული აქვს საბალეტო პარტიები: ავრორა, ოდეტა–ოდილია (პ. ჩაიკოვსკის "მძინარე მზეთუნახავი", "გედის ტბა"), ნიკია (ლ. მინკუსის "ბაიადერა"), ჟიზელი (ა. ადანის "ჟიზელი"), დეზდემონა (ა. მაჭავარიანის "ოტელო"), ფერია (გ. კილაძის "სინათლე"), ჯავარა (დ. თორაძის "გორდა"), ჩელიტა, ნიკია (ლ. მინკუსის "დონ კიხოტი", „ბაიადერა“), ოფელია (რ. გაბიჩვაძის "ჰამლეტი"), საცოლე (ს. ცინცაძის "დალი და მონადირე"), შეჰერაზადა (ვ.ამიროვის "ათას ერთი ღამე"), ჯულიეტა (ს. პროკოფიევის "რომეო და ჯულიეტა"); სოლო პარტიები პ. ჩაიკოვსკის "პადე–დესა" და "სერენადაში", ბესი–ოცნება (ჯ. გერშვინის "პორგი და ბესი") და სხვ.;

1976 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1982 წელს - სახალხო არტისტის წოდება;

1975–1977 წლებში იყო პანამის ეროვნული თეატრის „პანამა-სითი-ბალეს“ წამყვანი ბალერინა და პედაგოგ-რეპეტიტორი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობდა მშობლიური თეატრის ყველა ახალ დადგმაში;

1988 წლიდან მუშაობდა პედაგოგ- რეპეტიტორად და ბალეტმაისტერად თურქეთის ქალაქებში - ანკარასა და ანტალიაში. განახორციელა ბალეტები: „ფრანჩესკა და რამინი“, „ყვავილების ვალსი“, „ბაიადერა“(სტამბოლში), „პაჰიტა“, „მაკნატუნა“, „კორსარი“, „ბახჩისარაის შედრევანი“; საბალეტო სცენები ოპერებში: „ტრავიატა“, „აიდა“, „ორფეოსი“; პანამაში - „ჯადოსნური სიყვარული“, კანადაში - „გაზაფხულის მერცხლები“ და სხვ.;

ნათელა არობელიძე სხვადასხვა დროს მონაწილეობდა საგასტროლო გამოსვლებში, როგორც დასთან ერთად, ასევე სოლისტად - ირანში, საფრანგეთში, უნგრეთში, მონღოლეთში, ბულგარეთში, ფინეთში და სხვ.;  

წყარო:                                                                                               

საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბილისი, 1997.–გვ.204

ნადარეიშვილი ლეილა. არობელიძე ნათელა შალვას ასული // ქართული ბალეტი /ლ. ნადარეიშვილი. - თბილისი,  2010. - გვ.109.

 


Share: