The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვლადიმერი ჯულუხაძე

ვლადიმერი ჯულუხაძე
Date of birth:5 January, 1951  (74 years)
Category:Dancer

Biography

ვლადიმერ ალექსის ძე ჯულუხაძე დაიბადა 1951 წლის 5 იანვარს, თბილისში.

1970 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. პედაგოგ.: თ. ვიხოდცევა, ს. სოლოგოვი, ვ. ჭაბუკიანი;

1970-1990 წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი;

1981-1986 წწ. სწავლობდა ქ. მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის ინსტიტუტში, სადაც მიიღო პედაგოგ-რეპეტიტორის კვალიფიკაცია;

1982 წ. - საქართველოს დამსახურებული არტისტი;

1990 წ. - საქართველოს სახალხო არტისტი;

1980 წლიდან მონაწილეობდა ("დიდი ბალეტის ვარსკვლავთა" პროექტის ჩარჩოებში) საგასტროლო გამოსვლებში: აშშ, საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, ჩეხოსლოვაკია, იაპონია, იტალია, შვედეთი,დანია, მაროკო, ნორვეგია, ნიგერია, სენეგალი და სხვ.;

ქართული რეპერტუარი: იასონი (რ. გაბიჩვაძე "მედეა"), ორფეოსი, ფრანცუზი (გლუკი-ნასიძე "ორფეოსი და ევრიდიკე", "ფიროსმანი"), ბერიკა (ბ. კვერნაძე "ბერიკაობა"), სოლო (მოცარტი "სამშვენისები") და სხვ.;

სხვა რეპერტუარი: ბაზილი (მინკუსი "დონ კიხოტი"), ფრონდოზო (კრეინი "ლაურენსია"), ფრანცი (დელიბი "კოპელია"), პრინცი, პრინცი (ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მძინარე მზეთუნახავი"), ყმაწვილი ("ტუონელი გედი") და სხვ.;

1991-1993 წწ.- ქ. ჯექსონის (აშშ მისისიპის შტატი) "Jeqson-baley"-ს მხატვრული ხელმძღვანელი;

1993-2008 წწ.- ქ. ვაშინგტონის (აშშ) " The Kirov Ballet Academy"-ის ფილიალის პედაგოგი;

2009-2017 წწ. - პედაგოგ- რეპეტიტორი "The Washington Ballet)

ლაურეატი მოწაფეები: ი. ნიორაძე, მ. უაილსი, დ. ტიდველი, რ. ტომასი, მ. ჰოლდინგი, მ. ჰუგი და სხვ.;

2018 და 2019 წწ. ვ. ჯულუხაძე იყო ქუთაისის ჯორჯ ბალანჩინის II  და III საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის ჟიურის წევრი.

წყარო:

1. ნადარეიშვილი ლეილაჯულუხაძე ვლადიმერი ალექსის ძე // ქართული ბალეტი /ნადარეიშვილი. - თბილისი,  2010. - გვ.150. 

2. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი.თბილისი, 2015. – გვ. 601

3. https://www.facebook.com/100068321756227/posts/359862231084667/


Share: