Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ირაკლი შენგელია![]()
Biographyირაკლი თემურის ძე შენგელია დაიბადა 1978 წლის 20 ოქტომბერს, თბილისში. პროფესიული განათლება მიიღო ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. პედაგ.: ზ. ამონაშვილი, ნ. დიღმელაშვილი; მესამე კურსიდან ესწრებოდა გოგი ალექსიძის ლექციებს მსახიობის ოსტატობაში, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის სამომავლო საქმიანობაში; სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ირაკლი შენგელია ჩაირიცხა ბალეტის სოლისტად ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში; ასრულებდა კლასიკურ და სახასიათო პარტიებს ბალეტებში: „გედების ტბა“ (ესპანური ცეკვა), „დონ-კიხოტი“ (ტორეადორი, სეგედილია, ბოშური ცეკვა), „ჟიზელი“ (მეტყევე), „მაკნატუნა“ (არაბი ბიჭუნა) და სხვ.; პარალელურად, სწავლობდა შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის საბალეიტმაისტერო განყოფილებაზე. პედაგ.: გიორგი ალექსიძე, ლარისა ნადარეიშვილი, გურამ მელივა, თამაზ ჯაფარიძე, ნელი შურღაია; უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ განაგრძო მოღვაწეობა საბალეტო დასში და ამავე დროს, მუშაობდა თეატრის საოპერო დასის ბალეტმაისტერად. ამჟამად სამუშაოდ იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში. წყარო: ნადარეიშვილი ლეილა. შენგელია ირაკლი თემურის ძე // ქართული ბალეტი /ლ. ნადარეიშვილი. -თბილისი, 2010. - გვ.142.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |