Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
კონსტანტინე ძნელაძე![]()
Biographyკონსტანტინე (კუკური)კონსტანტინეს ძე ძნელაძე დაიბადა ქ. თბილისში, 1935 წლის 10 დეკემბერს. მამამისი, კოტე ძნელაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ერთ-ერთ სახელოსნოში მუშაობდა და მისი ვაჟებიც, კუკური და ავთო, ხშირად იმყოფებოდნენ მასთან. ალბათ ამან განაპირობა მათი საბალეტო ხელოვნებით დაინტერესება; კუკური ძნელაძემ1956 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი; 1954-1962 წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1958 წელს დაჯილდოვდა მედლით "შრომითი წარჩინებისთვის"; 1963 წლიდან - საქართველოს ფილარმონიის ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლების - "რერო", "ორერა", "დიელო", საცეკვაო ჯგუფის სოლისტი; 1965 წლიდან მოღვაწეობდა ვიეტნამში; 1967 წელს ჩამოაყალიბა (ძმასთან, ავთანდილ ძნელაძესთან ერთად) ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლი "ინგური"; 1987 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება; 1970–1976 წწ. იყო ლენინგრადის "მიუზიკლ–ჰოლის" სოლისტი; 1987 წლიდან თენგიზ ჩანტლაძის მინიატურების თეატრის ქორეოგრაფი; 1987–2000 წწ. მოღვაწეობდა აფრიკის რესპუბლიკა ბურუნდიში; მიღებული აქვს მოსკოვის საკავშირო კონკურსის I ხარისხის დიპლომი (1956), მოსკოვის მსოფლიო ფესტივალის დიპლომი (1957), ვიეტნამის გმირის ორდენი (1965); გასტროლები: ავსტრია (საბალეტო დასთან ერთად), ინდონეზია, კუბა, ინდოეთი, პოლონეთი, გერმანია, მექსიკა, პერუ, ვენესუელა, ჩილე და სხვ.; დადგმული აქვს ცეკვები ქართულ სპექტაკლებში: "ნაცარქექია"(1979) - თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში; „პრემიერა“ (1979) და „მადამ სან-ჟენი“ (1900) - კ. მარჯანიშვილის სახწელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში; „მთვარისკენ ნასროლი მიხაკი - ტერენტი გრანელი“ (2009) - თბილისის პანტომიმის თეატრში და სხვ.; „იუთუბზე“ დევს ოთხნაწილიანი ფილმი „ავთანდილ და კონსტანტინე ძნელაძეების ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა ქართულ ხელოვნებაში“. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 555 ნადარეიშვილი ლეილა. ძნელაძე კონსტანტინე კონსტანტინეს ძე // ქართული ბალეტი /ლ. ნადარეიშვილი. - თბილისი, 2010. - გვ.145
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |