შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ვასილ შარაშიძე![]()
ბიოგრაფიაკარიერის დასაწყისში მომღერალი (ბანი) ვასილ (ვასო) შარაშიძე წარმატებით მოღვაწეობდა აზერბაიჯანისა და რუსეთის საოპერო სცენებზე; 1916-1917 წწ. ის იყო ქ. ბაქოს, 1917-1920 წწ. ქ. სარატოვის, 1920-1922 წწ. ქ. მოსკოვის ზიმინის სახელობის, 1922-1944 წწ. კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1941წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება; ქართული რეპერტუარი: აბიო–მეფე, ენგიჩარი (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "ლატავრა"); მგოსანი, მეფე (დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე", "დინარა, ანუ სიცოცხლე სიხარულია", 1927, პრემიერა); მეფე–გიორგი (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი", 1937, მოსკოვი, ქართული ხელოვნების დეკადა); მაკარი, როსტომი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე",“ ლეილა", 1927, პრემიერა); თავადი (ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი", 1940, პრემიერა); სხვა რეპერტუარი: რამფისი (ვერდი "აიდა", 1934, ქართულ ენაზეც); ვაკულინჩუკი (ჩიშკო „ჯავშნოსანი პოტიომკინი“, 1939); მეფისტოფელი (გუნო "ფაუსტი"); ცუნიგა (ბიზე "კარმენი"); ნილაკანტი (დელიბი "ლაკმე"); კარდინალი (ჰალევი "რახილი"); მეფე (ვაგნერი "ლოენგრინი"); ბაზილიო (როსინი "სევილიელი დალაქი", ქართულ ენაზეც); ბორისი, პიმენი, ვარლაამი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"); იგორი, კონჩაკი, გალიცკი (ბოროდინი "თავადი იგორი"); სობაკინი (რიმსკი–კორსაკოვი "მეფის საცოლე"); გრემინი, კოჩუბეი (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "მაზეპა"); მეწისქვილე (დარგომიჟსკი "ალი"); ტარასი (ლისენკო "ტარას ბულბა"); ვასილ შარაშიძე გარდაიცვალა 1955 წელს, თბილისში. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. - თბილისი, 2015. – გვ. 516 კაშმაძე შ. ბანი ვასილ შარაშიძე // კაშმაძე შალვა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ნაწ. 2 (1921-1951). თბილისი, 2015. გვ. 23-24 მჭედლიძე დ. ვასილ შარაშიძე // მჭედლიძე დიმიტრი. ქართველ მომღერალთა სამი თაობა. - თბილისი, 1968. - გვ. 102-109 მუსიკოსი. ვასო შარაშიძის ბენეფისი // კომუნისტი. - 1923. - 17 აპრილი. - N85. - გვ.3
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |