The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალა სხირტლაძე-ზუკაკიშვილი

ალა სხირტლაძე-ზუკაკიშვილი
Date of birth:15 August, 1946  (78 years)
Category:Musician

Biography

მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი ალა გიორგის ასული სხირტლაძე-ზუკაკიშვილი დაიბადა 1946 წლის 15 აგვისტოს, ქ. თბილისში.

1963 წელს დაამთავრა მუსიკალური სკოლა (პედაგოგ.: მ. დავითაშვილი, ფ-ნო), 1967 წელს - თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი  (საფორტეპიანო, პედაგოგ.: ბ. რუსტამბეკოვი), 1973 წელს -  ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (მუსიკის ისტორია, პედაგ.: გ. ტორაძე);

1975-1991 წწ. იყო თბილისის N16 მუსიკალური სკოლის პედაგოგი, ესთეტიკური აღზრდის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;

1975-1991წწ. - ქ. მოსკოვის მუსიკალური სკოლის დირექტორი;

1978 წელს მოიპოვა პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. დისერტაციის თემა "ხელოვნების გაკვეთილები, როგორც ესთეტიკური აღზრდის საშუალება";

1991-2008 წწ.- მოსკოვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (НИИПРО) ფსიქოლოგიისა და აღზრდის განყოფილების გამგე, 2007 წლიდან პროფესორი;

2005 წლიდან ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "Философия детского художественного творчества"(философско-эстетический анализ, МГУС  ესთეტიკის კათედრა);

ალა სხირტლაძე არის საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი;

პუბლიკაციები:"მუსიკის პროგრამა-სახელმძღვანელო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი კლასებისათვის" (ქ. ცაგარელთან და კ. ჭოხონელიძესთან ერთად). - თბ., 1989; გერმან ჯაფარიძე: [კომპოზიტორი]. - თბ., [წ.ა.]; «Тысяча и одна сказка об искусстве», Учебное пособие в двух частях к авторскому интегративному курсу для младшего школьного возраста», МИРОС. - М., 1997, 2001; «Образование и культура в формировании целостности личности». - М., 2002; «Беседы об искусстве». - М., 2002; «Размышления об искусстве». - М., 2003; «В мире искусства». - М., 2005; «Философия детского художественного творчества». - М., 2006; «Творчество как принцип антропогенеза». - М., 2007; «Избранные афоризмы» (о воспитании, учении, искусстве). - М., 2009; ნორჩ მუსიკისმოყვარულთა კლუბის ამოცანები // ჟ. „საბჭოთა ხელოვნება“. -1989. - N9. - გვ.66-77; "სასულე მუსიკის ზეიმი"// ჟ. "მუსიკა". - 2013. - №1- გვ.30-37; "ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი "ნანავ-და": წერილი-გახსენება // ჟ. "მუსიკა". – 2015. - №2. - გვ.62-67 და სხვ.

წყარო:

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბილისი, 2015. – გვ. 442-443 

https://www.composersunion.ge/skhirtladze-ala.html


Share: