The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იოსებ ისარლოვი

იოსებ ისარლოვი
ოფიციალური სახელი:იოსებ ისარლიშვილი
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1862  (162 წლის)
გარდაცვ. თარიღი:192?
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ისარლიშვილები (ისარლოვები) განეკუთვნებოდნენ წარჩინებულ ქართველ კათოლიკეთა საგვარეულოს, წარმოშობით მესხეთიდან.

იოსებ ისარლოვი იყო  ქართველი ლიტერატორის და ცენზორის ლუკა ისარლიშვილის შვილი. დაიბადა 1862 წლის 15 ივლისს.

1882 დაამთავრა რეალური სასწავლებელი, 1884 – ნიკოლოზის კავალერიის სასწავლებელი.

სამხედრო სამსახურში ჩადგა 1882 წლის 1 ოქტომბრიდან. მსახურობდა ლაიბგვარდიის ცხენოსან-გრენადერთა პოლკში, გვარდიაში.

წოდებები: კორნეტი (14.08.1884); პორუჩიკი (14.08.1888); შტაბს-როტმისტრი (05.04.1892); როტმისტრი (06.05.1897); 1905 მიენიჭა პოლკოვნიკის, ხოლო, 1914 წელს გენერალ-მაიორის წოდება.

1910-1914 წწ. მეთაურობდა ასტრახანის მე-8 დრაგუნთა პოლკს.

I მსოფლიო ომის (1914-1918) დასაწყისში მონაწილეობდა ბრძოლებში პოლონეთის ტერიტორიაზე, მოგვიანებით გადაიყვანეს კავკასიის ფრონტზე.

1914-1915 წწ. მეთაურობდა კავკასიის საკავალერიო დივიზიის მე-2 ბრიგადას, 1915-1917 წწ. – ამავე დივიზიის I ბრიგადას.

დაჯილდოებული იყო სხვა­და­სხვა ხარისხის ორდენებით: 1915 - წმ. სტანისლავის I ხარისხის (ხმლებით) და წმ. ვლადიმირის III ხარისხის (ხმლებით); 1911 - წმ. ვლადიმირის III ხარისხის; 1905 - წმ. ანას II ხარისხის და 1901 - წმ. სტანისლავის II ხარისხის ორდენი;

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_ისარლიშვილი 

საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018. -გვ.359

https://georgianencyclopedia.ge/ka/pdf-export/18100

http://pskovgrad.ru/war/pervaya-mirovaya-vojna/26482-isarlov-iosif-lukich.html


გააზიარე: