The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


არნოლდ კალანდარიშვილი

Date of birth:1 March, 1939
Date of death:6 January, 2012  (at 72 years)
Category:Physicist

Biography

ფიზიკოსი არნოლდ გა­ლაქტიონის ძე კალანდარიშვილი დაიბადა 1939 წლის 1 მარტს, ქ. თბილისში.

1962 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1962-1993 წწ. მუ­შა­ობ­და სო­ხუ­მის ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას.

1990 წლიდან გადავიდა მოსკოვში კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტში, გენერალური დირექტორის მო­ად­გი­ლედ.

1982 წ. - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 1989 წ. - პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევები ეხება კოსმოსური საფრენი აპარატების თერმოემისიური რეაქტორ-გარდამქმნელების ფიზიკას. 

1989 წელს მიენიჭა სა­ქართველოს სა­ხელმწიფო პრემია (მეცნიერთა ჯგუფთან ერთად), 1971-1987 წწ. შესრულებული სამუშაოთა ციკლისთვის – „თერმოემისიური გარდამქმნელების მასალათა თვისებების კვლევა".

არნოლდ კალანდარიშვილი გარდაიცვალა 2012 წლის 6 იანვარს, მოსკოვში. დაკრძალულია იქვე.

წყარო: 

https://ka.wikipedia.org/wiki/არნოლდ_კალანდარიშვილი 

საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018.-გვ. 485

https://georgianencyclopedia.ge/ka/form/26058


Share: