The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ციალა კვერნაძე

დაბადების თარიღი:26 ივნისი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

პიანისტი და პედაგოგი ციალა გრიგოლის ასული კვერნაძე დაიბადა 1937 წლის 26 ივნისს, ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის „ნიჭიერთა ათწლედი“. ფ-ნოს პედაგოგები: ა. ვირსალაძე, მ. ევთიშვილი; (1955) და პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სა­ხელმწიფო კონსერვატორიის ­საფორტეპიანო განყოფილება. ­ხელმძღვანელები: ი. მილშტეინი, ი. ზაკი (1961); 1964 წელს ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა (პედ. ი. ზაკი).

1964-1965 წწ. იყო მოსკოვის იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (ფორტეპიანო);

1967-1991წწ.  - "Москонцерт"-ის სოლისტი. აგრეთვე მევიოლინე ალექსეი მიხლინთან ერთად უკრავდა დუეტში;

1991-2007 წწ.  - "Edoardo Martinez Torner en Ovideo"-ს პედაგოგი ესპანეთში;

ციალა კვერნაძის შესრულება აღინიშნება გამორჩეული ტექნიკით, არტისტული ტემპერამენტით, ფორმის ლოგიკური გააზრებითა და ფაქიზი ფრაზირებით.

პიანისტის რეპერტუარი მუსიკის ფართო სპექტრს მოიცავს (ი. ს. ბახიდან დ. შოსტაკოვიჩის ჩათვლით). მევიოლინე ა. მიხლინთან ერთად შესრულებული აქვს: ლ. ვ. ბეთჰოვენის, ც. ფრანკის, ბ. ბარტოკის, ბ. მარტინუს, ნ. მეტნერის და სხვა კომპოზიტორების სონატები; მოცარტ-ბუზონის უვერტიურა 2 ფორტეპიანოსათვის ოპე­რა "ჯადოსნური ფლეიტიდან" (ელისო ვირსალაძესთან ერთად) და ი. მენდელსონის კონცერტი ვიოლინოს, ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის (ა. მიხლინთან ერთად) – ორივე თელავის ფესტივალზე "ქება ვაზისა" (1988).

გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა: სსრკ, პოლონეთი, ბულგარეთი, გერმანია, ჩეხოსლოვაკია, საფრანგეთი, ესპანეთი, კუბა, ირანი და სხვ.;

წოდებები და ჯილდოები: საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967); პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის II საერთაშორისო კონკურსი, ლაურეატი (მოსკოვი, 1962); ლისაბონის საერთაშორისო კონკურსი, III პრემია (1964); აგრეთვე, მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსის ლაურეატი (1961, მოსკოვი) და III პრემიის მფლობელი ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსზე (ბაქო, 1961).

წყარო:

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი.თბ., 2015. – გვ. 251

საქართველო: ენციკლოპედია. ტ. 4. - თბილისი, 2018. - გვ. 663 

https://georgianencyclopedia.ge/ka/form/25922

მესხი, ნუგეშა. "ოდნავ ნაკლები მოკრძალება" : [ციალა კვერნაძის შემოქმედებითი ცხოვრება] / ნუგეშა მესხი // ლიტერატურული საქართველო. - თბილისი, 1990. - 9 ნოემბერი. - გვ.11

 


გააზიარე: