The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ბოხუა

გიორგი ბოხუა
Date of birth:22 July, 1978  (46 years)
Category:Designer

Biography

გრაფიკული დიზაინერი გი­ორ­გი ბო­ხუა 1978 წლის 22 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და. ლოგოების კეთება 2000-იანების დასაწყისში დაიწყო, მაშინ როცა ხელით მუშაობიდან კომპიუტერიზაციის ეტაპი იდგა. გიორგი არ დაკმაყოფილდა მხოლოდ კომპიუტერული გრაფიკით. მან სამუშაო პროცესში ფურცელი და ფანქარი დააბრუნა, რაც დაეხმარა საკუთარი მოდერნისტული სტილის ჩამოყალიბებაში.

2006-2007 წლებში, როდესაც კიევში ცხოვრობდა, მას დაუკავშირდა ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი, იან ტი­შენ­კო და მის სტუ­დი­ა­ში მუ­შა­ო­ბა შეს­თა­ვა­ზა. ამ სტუდიაში ახალგაზრდა დიზაინერმა ბევრი რამ ისწავლა და ლოგოს დიზაინზე მუშაობა თანდათან დახვეწა.

გიორგი ბოხუა ამბობს, რომ ლო­გოს შექ­მნას მის­თვის გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აკე­თებს მო­ნა­ხა­ზებს, შემ­დეგ კი სრუ­ლე­ბით წყვეტს მუ­შა­ო­ბას, გო­ნე­ბა­ში ამუ­შა­ვებს იდე­ას. პროცესს, და­კვე­თის მიღებიდან ლო­გოს პრე­ზენ­ტაციამდე, დაახლოებით ათი დღე სჭირდება.

თავ­და­პირ­ვე­ლად, თავის მიერ შექ­მნი­ლი ლო­გო­ე­ბს „ინსტაგრამზე“ ათავსებდა და საყოველთაო მოწონებას იმსახურებდა. შემდეგ მისი ნა­მუ­შევ­რე­ბით დაინტერესდნენ ცნო­ბილი პლატ­ფორ­მებ­ი - “behance”და “dribbble”. 

ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი რამდენიმე წლის მანძილზე ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და თანამშრომლობდა ისე­თ მსხვი­ლ კომ­პა­ნი­ე­ბთან, რო­გო­რებიცაა: Disney, New Balance, NFL, Wired Magazine ...

ბრენდის იდენტობის დიზაინში დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე გიორგი ბოხუამ დაწერა და გამოაქვეყნა წიგნი - „Principles of Logo Design” („ლოგოს დიზაინის პრინციპები“), რომელიც გახდა ამერიკული გრაფიკული დიზაინის 2022 წლის გამარჯვებული.

2024 წლის დასაწყისში თბილისში გაიხსნა დიზაინის ინსტიტუტი, სადაც სტუდენტებს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პროგრამებზე შეუძლიათ სწავლა შემოქმედებითი უნარების განვითარებისათვის. ინსტიტუტი დიზაინის სფეროში მომუშავე 100-მდე ქართველ და უცხოელი სპეციალისტს აერთიანებს, რომლებიც სტუდენტებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას გაუზიარებენ.

გიორგი ბოხუა დიზაინის ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და სამ პოპულარულ კურსს ასწავლის  skillshare-პლატფორმაზე.

წყარო:

https://www.ambebi.ge/article/227679-kartveli-dizaineri-romelic-logoebs-disneisa-da-niu-balansistvis-kmnis/

https://designinstitute.ge/blog/657cf909-731a-4c9e-bd71-9b0094446281/


Share: