Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ალექსანდრე გურგენიძე![]()
Biographyსამხედრო მფრინავი, კადრის ოფიცერი ალექსანდრე ერმალოზის ძე გურგენიძე დაიბადა 1916 წლის 8 ივლისს, სოფელ ხოტევში (ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი). 1934 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა განაგრძო ქ. სვერდლოვსკის სამშენებლო ინსტიტუტში (1934-1937); 1937 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. 1940 დაამთავრა ქ. ჩკალოვის სამხედრო–საჰაერო სასწავლებელი; 1940-1942 წწ. მუშაობდა ჩკალოვის აეროკლუბში მფრინავ–ინსტრუქტორად; II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ყირიმში, ლენინგრადთან, ვიბორგთან, შემდეგ ესტონეთსა და ლატვიაში; ალ. გურგენიძე მფრინავი-მოიერიშე გახლდათ. მის მიერ მართული „ილ-2“-ით ქართველმა ოფიცერმა წარმატებული ბრძოლები აწარმოა ნოვოროსიისკისა და ქერჩის თავზე, სადაც იგი აქტიურად მონაწილეობდა გერმანული ჯარების ტამანის დაჯგუფების განადგურებაში. მტრის გემების ჩაძირვისთვის 1945 წლის 6 მარტს ალ. გურგენიძეს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. მაიორმა (1945) გურგენიძემ მთელი ომი ბოლომდე გაიარა და გამარჯვების დღეც იზეიმა. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: ლენინის, წითელი დროშის, ალექსანდრე ნეველისა და სამამულო ომის პირველი ხარისხის საბრძოლო ორდენები და მედლები. გარდაიცვალა 1975 წლის 20 მარტს, თბილისში. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_გურგენიძე https://www.didisamamulo.ge/g/gurgenidze-aleqsandre საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.212;
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |