The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სერგო ახვლედიანი

სერგო ახვლედიანი
Date of birth:13 December, 1907
Date of death:28 April, 1982  (at 74 years)
Burial location:კუნცევოს სასაფლაო, მოსკოვი
Category:Painter

Biography

თეატრალური მხატვარი, სამრეწველო გრაფიკოსი, პლაკატისტი სერგო ნიკოლოზის ძე ახვლედიანი დაიბადა 1907 წლის 13 დეკემბერს  სარატოვის გუბერნიის ქ. ბალაშოვში (რუსეთი).

1926-1928 წლებში სწავლობდა ნიჟეგოროდის სამხატვრო ტექნიკუმში (1926–1928), შემდეგ სწავლა გააგრძელა სარატოვის სამხატვრო-სამრეწველო ტექნიკუმში (1928–1931).

1930-იან წლებში მუშაობდა სამრეწველო და სავაჭრო რეკლამის სფეროში. ძირითადად შესრულებული აქვს საკონდიტრო ნაწარმის, სასმელების, კონსერვებისა და ნახევარფაბრიკატების რეკლამა-პლაკატები.

სერგო ახვლედიანის პლაკატები ინახება ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში, სანქტ-პეტერბურგის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში, ნ.ა. ნეკრასოვის სახელობის ცენტრალურ უნივერსალურ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, ბელორუსიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სარეკლამო პლაკატების რუსეთის კერძო კოლექციებში.

ხატავდა პეიზაჟებსაც: „აბრამცევო“ (1952), „ქალაქი გორკი“ (1953) და სხვ.;

1940 წლიდან მონაწილეობდა სარატოვის ოლქის სამხატვრო გამოფენებში, მათ შორის: სარატოვის სამხატვრო სასწავლებლის 50- წლის იუბილე (1948), მოსკოვის მხატვართა კავშირის საგაზაფხულო (1955), მოსკოვის მხატვრების ჯგუფის ნამუშევრები, რომლებიც ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ. სარატოვში (1955), მოსკოვის თეატრისა და კინოს მხატვართა (1956), დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 40 წლისთავისადმი მიძღვნილი საკავშირო (1957), მოსკოვის მხატვართა - "მოსკოვი - ჩვენი სამშობლოს დედაქალაქი" (1964) და სხვ.;

1941 წლიდან იყო ევგენი ვახტანგოვის სახელობის თეატრის მხატვარი. გაფორმებული აქვს სპექტაკლები: ვ. კატაევის „ლურჯი თავსაფარი“ (1943), ა.ნ.ოსტროვსკის „გული არ არის ქვა“ (1948), დ.ნ.მამინ-სიბირიაკის „ოქროს ფსკერზე“ (1955) , ა. ჟერის „მეექვსე სართული“ (1956), ფ. კნორრეს „ორი და“ (1957), ა. ფედროს „ქალბატონები და ჰუსარები“ (1960), ლ. ზორინის „დიონი“ (1965), ლ. მალიუგინის „ჩემი დამცინავი ბედნიერება“ (1965), ე. შვარცის „კონკია“ (1966 წ.), მ. გორკის „მზის შვილები“ (1968) და სხვ.;

ასევე, მუშაობდა მოსკოვის კამერულ თეატრში (1935), ნ. გოგოლის სახელობის დრამატულ თეატრში (1960), მოზარდ მაყურებელთა თეატრში (1961), ლენინგრადის მუსკომედიის თეატრში (1947), ვილნიუსის რუსულ დრამატულ თეატრში (1953); 

სერგო ახვლედიანი იყო სსრკ მხატვართა კავშირის წევრი, რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რსფსრ დამსახურებული მხატვარი (1967, 15, 08).

გარდაიცვალა 1982 წლის 28 აპრილს, მოსკოვში. დაკრძალულია იქვე, კუნცევოს სასაფლაოზე.

წყარო: 

https://tramvaiiskusstv.ru/plakat/spisok-khudozhnikov/item/506-akhvelediani-sergej-nikolaevich-1907.html 

https://ruspanteon.ru/ahvlediani-sergej-nikolaevich/

https://vakhtangov.ru/person/sergey-akhvlediani/


Share: