Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ასლან გერმანიშვილი![]()
Biographyასლან ზურაბის ძე გერმანიშვილი პროფესიით ნეიროქირურგია, დაიბადა და გაიზარდა თბილისში, თუმცა მისი ოჯახი გორიდან არის. ბაბუა, ასლანი, სამხედრო იყო და გორში მსახურობდა. მამამ კი ექიმის პროფესია აირჩია. ის ბავშვთა ნეიროქირურგია და თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მუშაობს. ასლან გერმანიშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. მოგვიანებით მან პროფესიული საქმიანობა გერმანიაში განაგრძო - რეზიდენტურა გაიარა იენის საუნივერსიტეტო კლინიკაში და კვალიფიკაცია ნეიროქირურგიის მიმართულებით აიმაღლა. 2008 წლიდან სხვადასხვა პოზიცია ეკავა გერმანიის წამყვან სამედიცინო ცენტრებში, მათ შორის, მუშაობდა იენის საუნივერსიტეტო კლინიკაში და ხელმძღვანელობდა ფუნქციონალური ნეიროქირურგიის, ნეირო-ონკოლოგიის, სტერეოტაქსიური ტუმორის ქირურგიისა და მოზარდთა ნეიროქირურგიის მიმართულებას ცვიქაუს პარაცელსიუსის კლინიკის ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. გერმანიაში მოღვაწეობის პერიოდში ასლან გერმანიშვილი სისტემატურად ჩამოდიოდა საქართველოში, ატარებდა უფასო კონსულტაციებს ნეირო-ქირურგიული პრობლემების მქონე 21 წლამდე პაციენტებისთვის და მისივე ხელმძღვანელობით ტარდებოდა ქირურგიული ოპერაციები მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსა და ევექსის დიაგნოსტიკური ცენტრში. აქვს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2021 წლიდან ასლან გერმანიშვილი პროფესიულ საქმიანობას უკვე საქართველოში განაგრძობს. იგი ნეირომეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. მისი ხელმძღვანელობით ტარდება კლინიკაში თავის ტვინის, ასევე ზურგის ტვინისა და პერიფერიული ნერვული სისტემის მკურნალობა. ასევე, ჰოსპიტლის ბაზაზე ჩამოყალიბდა ხერხემლის ცენტრი, სადაც ხერხემლის პათოლოგიების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებითა და ტექნოლოგიებით ასაკის შეუზღუდავად ხორციელდება. ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მკურნალობის მულტიდისციპლინური მიდგომაა, სადაც პაციენტების მართვა, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა ხორციელდება ინდივიდუალური მიდგომით, ქართველი და გერმანელი კოლეგების მიერ. პარალელურად, ასლან გერმანიშვილი ევექსის ჰოსპიტალური ქსელის ნევროლოგია-ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრია. წყარო: https://cmchospital.ge/ka/board-member/aslan-germanishvili/47/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |