შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
რობერტ კინასოშვილი![]()
ბიოგრაფიამეცნიერი, საავიაციო ძრავების კონსტრუქტორი რობერტ სიმონის ძე კინასოშვილი დაიბადა 1899 წლის 15 დეკემბერს, ქ. მოზდოკში. 1924 წელს დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1930 წელს - მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი (ფაკულტეტი№ 2). 1930-1964 წწ. მუშაობდა საავიაციო ძრავების ცენტრალურ ინსტიტუტში ("ЦИАМ"). 1939 წლიდან განყოფილების გამგე, შემდეგ ლაბორატორიის უფროსი, 1954 წლიდან - ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1938-1948 წწ. შეიმუშავა დგუშიანი თვითმფრინავის ძრავების ნაწილების სიძლიერის გამოთვლის მეთოდები; 1947-1963 წწ.- ტურბინის დისკებისა და გაზის ტურბინის ძრავის სხვა ნაწილების სიძლიერის გამოთვლის მეთოდები; მეცნიერთა ჯგუფთან ერთად 1949 მიენიჭა III ხარისხის სტალინური პრემია ლითონთა დინამიკური სიმტკიცის გამოკვლევებისათვის; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვში. 1953 წელს გახდა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. სადისერტაციო თემა - "Расчет на прочность дисков турбомашин". 1960 წლიდან - პროფესორი. 1960. 27.07 - რსფსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: ლენინის ორი ორდენი (1945, 1957), შრომის წითელი დროშისა (1949) და წითელი ვარსკვლავის ორდენები და მედლები. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომების დიდი რაოდენობა, მათ შორის: 1960 წელს გამოვიდა სახელმძღვანელო „მასალათა გამძლეობა“ („Сопротивление материалов“: Краткий учебник ), რომელმაც დროს გაუძლო და კიდევ რამდენჯერმე გამოიცა. მეცნიერი გარდაიცვალა 1964 წლის 25 აპრილს, მოსკოვში. დაკრძალულია იქვე, ვედენსკოეს სასაფლაოზე. წყარო: https://georgianencyclopedia.ge/en/pdf-export/27555 https://ru.wikipedia.org/wiki/ Кинасошвили,_Роберт_Семёнович https://ruspanteon.ru/kinasoshvili-robert-semyonovich/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |