Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
მირზა მუსტაფა ეფენდი![]()
Biographyოსმალეთის ქართული წარმოშობის საზოგადო მოღვაწე, „შეიხულისლამი“ დაიბადა ბათუმში 1630 წელს კაზასკერ აბდურაუფ ეფენდის ოჯახში. 1644 წელს სულთან იბრაჰიმის ზეობის დროს სასახლის კარზე მიიღეს. ეძახდნენ „ქართველ მირზა მუსტაფა ეფენდის“. სწავლობდა იმ ეპოქის ერთ-ერთ გამოჩენილ სწავლულთან მირზა მეჰმედ ეფენდისთან. 1672 წელს დაინიშნა კამანიჩეს ციხის ყადის თანამდებობაზე. მომდევნო წლებში კი იენიშეჰირის, მექისა და სტამბულის ყადის მოვალეობას ასრულებდა. 1689 წელს სასახლის ინტრიგების შედეგად, უთანხმოება მოუვიდა დიდვეზირის მოადგილე ომერ ფაშასთან, ამიტომ სტამბოლის ყადის თანამდებობიდან გადააყენეს და კუნძულ ლესბოსზე გადაასახლეს. ცოტა ხნის შემდეგ შეიწყალეს და სტამბოლში დააბრუნეს, მაგრამ სულთან მეჰმედ IV ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ იგი ისევ გაასახლეს კვიპროსზე. 1692 წელს მირზა მუსტაფა ეფენდის სტამბოლში დაბრუნების უფლება მისცეს. 1694 წელს ანატოლიის კაზასკერად დანიშნეს. 1695 და 1698 წლებში ორჯერ იყო რუმელიის კაზასკერის თანამდებობაზე. სულთან მუსტაფა II-ის დროს მირზა მუსტაფა ეფენდო სინოპში გადაასახლეს. 1703 წელს სულთანმა აჰმედ III იგი შეიწყალა და და სტამბოლში დააბრუნა. 1708 წელს მესამედ გახდა რუმელიის კაზასკერი. 1714 წლის 15 დეკემბერს მაჰმუდ ეფენდის ნაცვლად ოსმალეთის მუსლიმთა უმაღლეს სასულიერო პირად „შეიხულისლამად“ დანიშნეს. 1715 წლის 28 ივნისს, მეტოქეების ინტრიგების გამო, თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შემდეგ ტრაპიზონში დასახლდა. ცხოვრების უკანასკნელი წლები ემირგანში სულთან მუსტაფა II ნაჩუქარ აგარაკზე გაატარა. გარდაიცვალა 1722 წელს 90 წლის ასაკში. დაკრძალულია თავისი სახლის მახლობლად, მის მიერ აშენებული სკოლის გვერდით. მირზა მუსტაფა ეფენდი შეიხულისლამის თანამდებობაზე ხუთ თვეს იმყოფებოდა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას სასულიერო წოდების იერარქიაში ცვლილებები შეიტანა. მის მიერ გამოცემულ ფეტვებზე ხელმოწერის ნაცვლად თავდაპირველად ბეჭედს უსვამდა. დაწერილი ჰქონდა რამდენიმე ბროშურა: „ნებეს სურით დაწყებული ჯუზის კომენტარი“, „ეშრათი-საათი თურქულად“ (აზანის დროის განსაზღვრა), „შაჰ-ჰუსეინის კომენტარები“. ცოლად ჰყავდა თავისი მასწავლებლის შეიხულისლამის მინკარიზადე იაჰია ეფენდის ქალიშვილი. მის შთამომავლებს მირზაზადეებად მოიხსნიებდნენ. მისი ვაჟი სალიმ ეფენდი სწავლული და პოეტი იყო. მეორე ვაჟი მეჰმედ ეფენდი და შვილიშვილი მეჰმედ საით ეფენდი შეიხულისლამები გახდნენ. მისმა ვაჟმა სალიმ ეფენდიმ, მამის სახელზე სტამბოლში ჩეშმე ააგო. წყარო: 1.მირზა მუსტაფა ეფენდი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.141-442. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ. 2. ქასაბი, მურად. ულემები : შეიხ-ულ-ისლამები : მირზა მუსტაფა ეფენდი // ოსმალეთის ქართველები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |