The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ოთარ დადეშქელიანი

ოთარ დადეშქელიანი
Date of birth:21 August, 1923  (101 years)
Category:Dancer, Filmmaker

Biography

რუსეთში მოღვაწე მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, რეჟისორი ოთარ მიხეილის ძე დადეშქელიანი

(Дадишкилиани) დაიბადა 1923 წლის 21 ადვისტოს რუსეთში, ქ.ნოვოჩერკასკში. დედა კა­ზა­კი გახ­ლდათ, მამა - ემიგრანტი ქარ­თვე­ლი თავადი.

ოთარ­მა ცეკ­ვა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან და­ი­წყო. სწავლობდა ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სტუდიაში, მო­ნა­წი­ლე­ობ­და კონ­კურ­სებ­ში და ხში­რად იღებ­და პრი­ზებს. ოჯა­ხი ჯერ ნო­ვო­ჩერ­კასკში ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ როს­ტოვ­ში, ბო­ლოს კი სტავ­რო­პოლ­ში

დაფუძნდა. ოთა­რის დე­დას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და თე­ატ­რი და შვი­ლი სპექ­ტაკ­ლებ­ზე ხში­რად დაჰ­ყავ­და.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­სა­წყის­ში ოთარ და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი სტავ­რო­პოლ­ში წამ­ყვა­ნი მო­ცეკ­ვა­ვე გახ­და. რო­დე­საც ქა­ლა­ქი გერ­მა­ნე­ლებ­მა აი­ღეს, ის დე­დას­თან ერ­თად სო­ფელ­ში იმა­ლე­ბო­და. ქა­ლა­ქის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ კი ფრონტზე მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და. ომი რომ დამთავრდა კვლავ თავის პროფესიას დაუბრუნდა. ჯერ სტავროპოლის ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, შემ­დეგ პი­ა­ტი­გორსკის მუ­სი­კა­ლუ­რი კო­მე­დი­ის თე­ატ­რში გა­და­ვი­და და სერიოზულად დაფიქრდა სწავლის გაგრძელების აუცილებლობაზე.

ოთარ დადეშქელიანმა 1956 წელს დაამთავრა მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის საბალეტმაისტერო განყოფილება (პედაგოგი ა. შატინი).

1956-1957 წწ. იყო ნიჟეგოროდის, 1958-1964 წწ. -  ჩელიაბინსკის, 1964-1975 წწ. - მინსკის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი. 1971 წლიდან -  მთავარი რეჟისორიც.

1976 წელს ქო­რე­ოგ­რა­ფი გა­და­ვი­და გორკში (ამ­ჟა­მინ­დე­ლი ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­რო­დი), სა­დაც და­ი­კა­ვა პუშ­კი­ნის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის მთა­ვა­რი დი­რექ­ტო­რის პოს­ტი. 1976-2003 წწ. ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი და ბალეტმაისტერია.

1961 წელს მიენიჭა რსფსრ დამსახურებული არტისტის, 1970 წელს ბელორუსიის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, 1977 წელს კი ბელორუსიის სახალხო არტისტის წოდება. ხელმძღვანელობდა ქ. გორკის ოპერისა და ბალეტის თეატრის გასტროლებს გერმანიაში (1995), საფრანგეთში (1993, 1994), მოს­კოვშ­ი, კი­ევში­, მა­კე­დო­ნი­აში და სხვა.

საბალეტო დადგმები: ი. ლაპუტინის „მასკარადი" (1956, ლიბრეტო ო. დადეშქელიანისა, სადიპლომო ნაშრომი), ე. გლებოვის „გულის სწორი" (1970, ნოვოსიბირსკის თეატრი), ფ. იარულინის „შურალე", გ. მუშელის „ბედნიერების ყვავილი" (ორივე 1959); ს. პროკოფიევის „ქვის ყვავილი" (1960), „რომეო და ჯულიეტა" (1960, 1963); ს. ბალასანიანის „შაკუნტალა" (1963), ა. ხაჩატურიანის „სპარტაკი"(1964, 1977 - ჰელსინკი, ბრატისლავა), კრეინი "ლაურენსია", ე. გლებოვი: "გულის სწორი" (1970), „ალპური ბალადა" (1967), "ტილ ულენშპიგელი"(1970, 1971, 1974, მინსკის თეატრი), გერშვინი "პორგი და ბესი";

ოპერები: ვერდი "აიდა", ბიზე "კარმენი", გლინკა "ივან სუსანინი", ბოროდინი "თავადი იგორი", დარგომიჟსკი "ალი", ჩაიკოვსკი "პიკის ქალი", მოცარტი "დონ ჟუანი", მუსორგსკი "ხოვანშჩინა" (შოსტაკოვიჩის რედაქციით I დადგმა სსრკ-ში) და სხვ.;

ჯილდოები: პუშკინის პრემიისა (ნიჟეგოროდის ოლქი), 1994 წელი, ოპერა „ბორის გოდუნოვის დადგმისთვის და ნ. ი. სობოლშჩიკოვ-სამარინის პრემის ლაურეატი;

პირადი ცხოვრება: 2023 წელს, ოთარ დადეშქელიანმა 100 წლის ასაკში იქორწინა ტატიანა უკოლოვაზე. ის მისი მესამე ცოლია. პირველი მეუღლე გახლდათ მინსკის სახელმწიფო ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის წამყვანი ბალერინა კლა­რა მა­ლი­შე­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დასში იგი შეც­ვა­ლა ქა­ლიშ­ვილ­მა, ნა­თე­ლამ. ბალეტს დაუკავშირა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა მათმა ვაჟმა დენისმაც.

ქ. გორკის ოპერისა და ბალეტის თეატრში მოღვაწეობისას ოთარ და­დეშ­ქე­ლი­ანს შეუყვარდა ოპერის მომღერალი ან­ტო­ნი­ნა ბო­რო­და­ე­ვა, რო­მე­ლიც მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებ­და სპექ­ტაკლში „კარ­მე­ნი“. მალე ქალი მისი მე­ო­რე ცოლი და ქალ-ვაჟის დედა გახ­და. მათ ბედნიერი და მყარი ოჯახი ჰქონდათ, მაგრამ ისე მოხდა, რომ 65 წლის ასაკში რეჟისორს ხანმოკლე რომანი ჰქონდა მასზე 25 წლით უმცროს მხატვარ ტა­ტი­ა­ნა უკო­ლო­ვას­თან, რომელთანაც ქალიშვილი შეეძინა. ოთარი ქა­ლიშ­ვილს ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და, პე­რი­ო­დუ­ლად ხვდე­ბო­და ბე­ბია-ბა­ბუ­ის თან­დას­წრე­ბით, მაგ­რამ ტატიანასთან ურთიერთობა გაწყვიტა და მეორე ცოლისგან არ წამოსულა. წყვილ­მა სიყ­ვა­რულ­სა და ჰარ­მო­ნი­ა­ში კი­დევ 35 წელი იცხოვ­რა.

2023 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, რე­ჟი­სო­რის მე­უღ­ლე გარ­და­იც­ვა­ლა, ნოემბერში კი მან ოფიციალურად იქორწინა ტა­ტი­ა­ნა უკო­ლო­ვაზე, რათა ცხოვრების დარჩენილი დღეები ერთად გაეტარებინათ. ეს დღე მათთან ერთად აღნიშნა ქა­ლიშ­ვი­ლმაც. ოლგა, ასევე, ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს. ის საოპერო მომღერალი, მეცო-სოპ­რა­ნოა.

წყარო:

 საქართველო: ენციკლოპედია: .2. – თბ., 2012. – გვ.248; 

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 134

https://ka.wikipedia.org/wiki/ოთარ_დადეშქელიანი

https://www.ambebi.ge/article/303759-patarzals-35-celi-moucia-lodini-100-clis-kartv/

https://www.kino-teatr.ru/teatr/activist/373101/bio/


Share: