The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნათელა დადეშქელიანი

Date of birth:2 December, 1960  (64 years)
Category:Dancer

Biography

ნათელა დადეშქელიანი (დადიშქელიანი) დაიბადა 1960 წლის 2 დეკემბერს, რუსეთში, ქ. ჩელიაბინსკში. მამა - ბალეტმაისტერი და რეჟისორი ოთარ დადეშქელიანი, დედა - ბალერინა, ბელორუსის სახალხო არტისტი კლარა მალიშევა.

ნათელა 4 წლის იყო, როცა მამამისი მიიწვიეს სამუშაოდ მინსკის ოპერისა და ბალეტის დიდ თეატრში და ოჯახი საცხოვრებლად ბელარუსში გადავიდა.

ნათელა დადეშქელიანმა 1974 წელს დაამთავრა მინსკის მუსიკალური სკოლა, 1979 წელს - ქორეოგრაფიული სასწავლებელი;

1979-1990 წწ. იყო მინსკის თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავე;

1983-1998 წწ. სოლისტი;

1998 წლიდან ქ. ტოკიოს (იაპონია) საბალეტო სტუდიის პედაგოგ-რეპეტიტორი. დადგა რამდენიმე ბალეტი და ქორეოგრაფიული მინიატურა, რომლებშიც თავად ცეკვავდა;

2000 წლიდან მინსკის ოპერეტის თეატრის პედაგოგ-რეპეტიტორი;

2009 წლიდან ომანის დედაქალაქ მასკატაში ა. გრამოვიჩის საბალეტო სკოლის პედაგოგი;

1984 წლიდან ბელორუსის თეატრის მსახიობთა კავშირის წევრი;

1990 წელს მიენიჭა ბელორუსის დამსახურებული არტისტის წოდება;

რეპერტუარი: ევა (ჰაიდნი "სამყაროს შექმნის" მიხედვით), ფრიგია (ხაჩატურიანი "სპარტაკი"), ჯულიეტა (პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა"), დრიადების მბრძანებელი(მინკუსი "დონ კიხოტი"), სინაზის ფერია (ჩაიკოვსკი "მძინარე მზეთუნახავი"), ჟიზელის მეგობარი (ადანი "ჟიზელი"), სატრფო, ვაგანტების მეგობარი (ორფი "კარმინა ბურანა", ვოკალურ-ქორეოგრაფიული დადგმა, მოსკოვი), ქალიშვილი (რაველი "ბოლერო", საბალეტო დადგმა, მოსკოვი), რჩეული ქალწული (სტრავინსკი "კურთხეული გაზაფხული", მოსკოვი).

წყარო:

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 134 

https://nashaniva.com/ru/133676


Share: